ნახეთ: სერიალის Only Murders in the Building თრეილერი სელენა გომესის მონაწილეობით

ფოტო: Only Murders in the Building

პლატფორმა Hulu-ზე სატელევიზიო შოუს Only Murders in the Building მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა. სცენარის თანახმად, პერსონაჟები ჩარლზ-ჰეიდენ სევეჯი, ოლივერ პუტნამი და მეიბელ მორა, რომლებსაც მიმდევრობით სტივ მარტინი, მარტინ შორთი და სელენა გომესი ასახიერებენ, კრიმინალურ ლაბირინთში იკარგებიან, როდესაც ცდილობენ, გაარკვიონ, ვინ ცდილობს, დააბრალოს მათ შენობაში მომხდარი მკვლელობა.

“თქვენ ყველა დაინტერესებული პირები ხართ”, – ეუბნება მათ დეტექტივი უილიამსი ტრეილერში. სელენა კი აღნიშნავს: “არ გგონიათ, რომ ამ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა?”.

ამასთან, ვიდეოდან ირკვევა, რომ მაყურებელი ახალ სეზონში ბევრ ახალ სახეს იხილავს, მათ შორის: ემი შუმერს, კარა დელევინს, შირლი მაკკლეინსა და სხვებს.

კვირის დასაწყისში სელენამ გამოცემა The Hollywood Reporter-ის პოდკასტში Awards Chatter თავის პერსონაჟთან მსგავსებაზე ისაუბრა:

“მეიბელს იმაში ვგავარ, რომ შემიძლია, ზოგჯერ მარტო ვიყო, ასევე, ჩემზე უფროს ადამიანებს ვემეგობრები და ვერთობი დედასთან ერთად. ასე რომ, კარგად მესმის მისი”.

გომესმა აგრეთვე გაიხსენა, როგორი იყო პარტნიორებთან, მარტინთან და შორთთან ერთად მუშაობა:

“ნამდვილი ჯენტლმენები არიან, ძალიან საყვარლები, კეთილები და სასაცილოები, ზოგჯერ უადგილო ქცევებიც აქვთ, რაც კარგია – მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ზოგადად, ადამიანში ძალიან ვაფასებ წესიერებასა და პატიოსნებას, სწორედ ასეთები არიან ისინი”.

სერიალის Only Murders in the Building რიგით მეორე სეზონის პრემიერა პლატფორმა Hulu-ზე 28 ივნისს შედგება.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში მას სამი ალბომი Stars Dance, Revival და Rare აქვს გამოშვებული. თითოეული მათგანი Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. არტისტს ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. აღსანიშნავია, რომ 2008-12 წლებში სელენა აგრეთვე ბენდში Selena Gomez & the Scene მღეროდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coachella 2023-ის თარიღები დაანონსდა

შემდეგი სტატია

Kelly Clarkson

ნახეთ: კელი კლარკსონი ელტონ ჯონის ჰიტს I’m Still Standing ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი