ჯენეტ ჯექსონი: ოდესმე ახალ მუსიკას გამოვუშვებ

ფოტო: Essence

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ჯენეტ ჯექსონი ჟურნალ Essence-ის ახალი ნომრის სტუმარია. გამოცემასთან ინტერვიუში მუსიკოსმა ახალი კომპოზიციების შესაძლო გამოშვებაზე ისაუბრა.

“ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რასაც არ ელოდები და მისი მოგვარება გიწევს. ან, უბრალოდ, გინდება, რომ უკან გადგე და შეისვენო. მუსიკა ისაა, რაც ძალიან მიყვარს. ის კვლავ ჩემი საქმე და სამსახურია. ახალ ნამუშევრებს აუცილებლად გამოვუშვებ. ზუსტად როდის? არ ვიცი, მაგრამ იქნება. ესაა ის, რაც მინდა, რომ ვაკეთო. თუმცა, ჩემი ძირითადი საქმიანობა დედობაა”, – თქვა მომღერალმა.

ინტერვიუს განმავლობაში ჯენეტს, როგორც პიონერს არენბი სამყაროში, ჰკითხეს, მიიღო თუ არა მან სათანადო დაფასება მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

“ჯიმი ჯემმა და ტერი ლევისმა თქვეს, რომ არა. ფანებიც მეუბნებიან, რომ არა. სხვა არტისტებმაც იგივე მითხრეს. მე პირადად ამაზე არასდროს მიფიქრია. არაა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, მუსიკა რამდენად ახდენს გავლენას ხალხსა და მათ ცხოვრებაზე. არ მაინტერესებს ჯილდოები. გულწრფელად არ დავფიქრებულვარ ამ თემაზე. ჩემთვის წარმატება ისაა, თუ რას მივაღწიე შინაგანად. იმ ბავშვიდან როგორ ვიქეცი ასეთ ქალად. ესაა წარმატება”, – აღნიშნა მომღერალმა.
ფოტო: Essence

ამ თვის ბოლოს ჯენეტ ჯექსონი ნიუ ორლეანსში დაგეგმილი Essence Fest-ის ჰედლაინერი იქნება ნიკი მინაჟთან, სამერ უოკერთან და სხვებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში დოკუმენტური ფილმი Janet. ჩაეშვა კინოგაქირავებაში. ბოლო ალბომი Unbreakable კი შემსრულებელმა 2015 წელს გაავრცელა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

ჯენეტ ჯექსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1973 წელს დაიწყო. 9 წელიწადში მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი Janet Jackson გამოუშვა. 5 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 11 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. შემსრულებელი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ მუსიკოსად მიიჩნევა. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობერტ პლანტი: Game of Thrones-ში მონაწილეობაზე უარი ვთქვი

შემდეგი სტატია

BTS-ის რომელი წევრის სოლო ალბომს ელოდებიან ყველაზე მეტად ფანები

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი