ამერიკელი მუსიკოსები, ჯონ ლეჯენდი და მუნი ლონგი ერთობლივ კომპოზიციას Honey ავრცელებენ. სინგლი ლეჯენდის რიგით მერვე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა. სიმღერის პროდიუსერები რაიან ტედერი, სტივენ ფრენკსი, ლინდგრენი და ტომი ბრაუნი არიან.
კომპოზიციის გამოშვება მანამდე ლეჯენდმა პლატფორმა TikTok-ზე დააანონსა. მან ნამუშევრის აკუსტიკური ვერსია იმღერა.
View this post on Instagram
Honey რიგით მეორე გამოქვეყნებული ჩანაწერია, რომელიც ლეჯენდის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი. მაისში შემსრულებელმა კიდევ ერთი ტრეკი Dope გაავრცელა, რომელშიც რეპერი J.I.D. მონაწილეობს.
12 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა სადებიუტო ალბომი 2004 წელს გამოუშვა. კარიერის განმავლობაში არტისტს ისეთ შემსრულებლებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: JAY-Z, Kanye West, Alicia Keys და სხვები. ჯონს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა All of Me, Tonight და Love Me Now მოუტანა. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიურ ალბომს ითვლის.