ცნობილმა პუერტორიკოელმა არტისტმა, ბედ ბანიმ კომპოზიციაზე Me Porto Bonito ვიდეორგოლი გადაიღო. ნამუშევარში თანამემამულე მუსიკოსი, ჩენჩო კორლეონე მონაწილეობს. Moscow Mule-სა და Titi Me Pregunto-ს შემდეგ, ეს ახალ ალბომში Un Verano Sin Ti შესული მესამე ტრეკია, რომელზეც ბანიმ კლიპი შექმნა.
• მოუსმინეთ: ბედ ბანიმ ალბომი Un Verano Sin Ti გამოუშვა
ფერნანდო ლუგოს სარეჟისორო ნამუშევარში ბანი ე.წ. პიკაპს რეცხავს, რა დროსაც გვერდზე მდგარი გოგონები გეგმავენ, როგორ გაერთონ ღამით. ჩენჩო კი ამ მომენტში ქალაქის ქუჩებში თეთრი ავტომობილით გადაადგილდება. ამის შემდეგ არტისტები აუზზე წვეულებას მართავენ ხსენებულ გოგონებთან და სხვებთან ერთად.
ბანის თქმით, დუეტი წლევანდელი Met Gala-ს შემდეგ ნიუ იორკში ჩაიწერა. კომპოზიცია ბილბორდის ლათინური სიმღერების ასეულში პირველ პოზიციაზე გავიდა. ეს მუსიკოსის რიგით მე-11 ნამუშევარია, რომელიც ამ ჩარტის სათავეში მოხვდა.