დუა ლიპას პაპარაცი უჩივის

ფოტო: Antony Jones/Getty Images for Spotify

ბრიტანელ მუსიკოს დუა ლიპას ინსტაგრამზე ფოტოების გამოქვეყნებისთვის წელს უკვე მეორედ პაპარაცი უჩივის. ნიუ იორკელ რობერტ ბარბერას მიერ კალიფორნიის სასამართლოში შეტანილ სარჩელში წერია, რომ მის მიერ 2018 წლის ივლისში გადაღებული კადრები მომღერალმა საავტორო უფლებების დარღვევით სოციალურ ქსელში ატვირთა.

“მოსარჩელის ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე, მოპასუხემ ნებაყოფლობით შეარჩია, შეინახა და გამოაქვეყნა სურათები, რომელთა საავტორო უფლებები დაცულია”, – წერს დოკუმენტებში ადვოკატი ქრეიგ სანდერსი კადრებზე, რომლებშიც არტისტს შავ სვიტერზე სიტყვა HEROES აწერია.

წინა სარჩელის მსგავსად, რომელიც კომპანია Integral Images-ს ეკუთვნის, ბარბერა წერს, რომ დუა ლიპამ ფოტოების გამოქვეყნებით თავისი მუსიკისა და ბრენდის რეკლამირებასა და ბიზნეს ინტერესების განხორციელებას შეუწყო ხელი, მომჩივანს კი ფინანსური ზიანი მიაყენა.

პაპარაცი აგრეთვე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ის 2019 წლის ივნისში მუსიკოსის წარმომადგენლებს დაუკავშირდა საქმის სასამართლოს გარეთ მოსაგვარებლად, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა, კადრები კი პლატფორმიდან წაიშალა.

დუა ლიპას წარმომადგენლებს სარჩელთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ რობერტ ბარბერას წარსულში არაერთი ცნობილი ადამიანისთვის უჩივლია. 2019 წლის მაისში მან თავისი საავტორო სურათების გამოქვეყნებისთვის მომღერალ არიანა გრანდეს წინააღმდეგ პირველი სარჩელი შეიტანა, 2020 წლის იანვარში კი მეორე. ორივე საქმე მოსამართლემ წარმოებაში არ მიიღო. 2019 წლის ოქტომბერში კი ფოტოგრაფმა სასამართლოს ჯასტინ ბიბერის წინააღმდეგ მიმართა. მოგვიანებით კანადელი პაპარაცთან სასამართლოს გარეთ მორიგდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი მერენ მორისის RSVP-ს მღერის

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: კეისი მასგრეივსი ფილმის Elvis საუნდტრეკს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი