მოუსმინეთ: კეისი მასგრეივსი ფილმის Elvis საუნდტრეკს ავრცელებს

ფოტო: Eric T. White/Billboard

ამერიკელმა ქანთრი მუსიკოსმა, კეისი მასგრეივსმა ელვის პრესლის სიმღერის Can’t Help Falling in Love ქავერ ვერსია გაავრცელა, რომელიც როკ-ენ-როლის მეფის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Elvis საუნდტრეკია. თანმხლებ ვიდეოში რეჟისორ ბაზ ლერმანის სურათიდან მსახიობების: ოსტინ ბატლერის (ელვის პრესლი), ტომ ჰენკსის (კოლონელ ტომ პარკერი), ოლივია დელონგისა (პრისცილა პრესლი) და კოდი სმით-მაკფის (ჯიმი როჯერს სნოუ) მონაწილეობით სცენებია გამოყენებული.

ფილმი, რომლის პრემიერაც კანის ფესტივალზე შედგა, კინოგაქირავებაში 24 ივნისს ჩაეშვება. მასში გამოჩნდება ინგლისელი მუსიკოსი Yola, რომელიც გოსპელის პიონერის, სისთა როზეტა ტორპის როლს შეასრულებს, აგრეთვე გარი კლარკ ჯუნიორი, რომელიც დელტა ბლუზ მომღერალს, არტურ კრადაპს განასახიერებს, მოდელი ელტონ მეისონი კი პატარა რიჩარდის როლში მოგვევლინება.

Elvis მოიცავს მუსიკოსის კომპოზიციებს: 1969 წლის სიმღერას Suspicious Minds, 1974 წლის I Got a Feelin’ in My Body-ს, ასევე, დოჟა ქეთის მონაწილეობით ტრეკს Vegas, სილო გრინის The King and I-ს, ჯგუფ Måneskin-ის შესრულებით If I Can Dream-ს და სხვა ნამუშევრებს.

ნახეთ: დოჟა ქეთი ფილმის Elvis საუნდტრეკს Vegas ავრცელებს

ტექსასელმა ქანთრი შემსრულებელმა, კეისი მასგრეივსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო და დამოუკიდებლად სამი ალბომი გამოუშვა. მან კონკურსში Nashville Star მიიღო მონაწილეობა, რამაც მისი ცნობადობა გაზარდა. 2018 წელს არტისტის რიგით მეოთხე ჩანაწერი Golden Hour ჩაეშვა გაყიდვაში, რამაც კეისის კრიტიკოსთა აღიარება და გრემის ოთხი ჯილდო მოუტანა. არტისტს ჯამში 6 გრემი აქვს მიღებული. მომღერლის დისკოგრაფიაში ხუთი სტუდიური ნამუშევარია წარმოდგენილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპას პაპარაცი უჩივის

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ჩარლი პუტი და ჯონგუქი სინგლს Left and Right ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი