მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტი საუნდტრეკს Carolina ავრცელებს

ფოტო: Beth Garrabrant/Courtesy of the artist

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ახალი სინგლი Carolina გამოუშვა, რომელიც ფილმის Where the Crawdads Sing საუნდტრეკია. სიმღერის მოსმენა აქამდე მხოლოდ ნაწყვეტებად, კინოსურათის თრეილერებში იყო შესაძლებელი. 

ფილმში მსახიობ დეისი ედგარ ჯონსის პერსონაჟი, კია ჩრდილოეთ კაროლინის ჭაობიან ადგილებში ცხოვრებას სწავლობს, მას შემდეგ, რაც მშობლები მიატოვებენ, მოგვიანებით კი საყვარელი ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულებენ.

“წელიწადნახევრის წინ დავწერე ეს სიმღერა გოგონას შესახებ, რომელიც ყოველთვის გარედან უყურებდა სამყაროს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აქ ნახავთ მარტოობისა და დამოუკიდებლობის, ცნობისმოყვარეობისა და შიშის სინთეზს”, – დაწერა მუსიკოსმა ტვიტერზე ნამუშევრის გავრცელების შემდეგ.

როგორც ტეილორმა მიმდინარე წლის მარტში ინსტაგრამზე აღნიშნა, მან სიმღერა მას შემდეგ შექმნა, რაც დელია ოუენსის წიგნი Where the Crawdads Sing წაიკითხა.

“მახსოვს, ამ ნოველამ მაშინ ყველაფერი დამავიწყა. როდესაც გავიგე, რომ მასზე ფილმს იღებდნენ დეისი ედგარ ჯონსის მონაწილეობითა და რიზ უაიზერსპუნის პროდიუსირებით, მომინდა, რომ წვლილი მეც შემეტანა. Carolina მარტომ დავწერე და შემდეგ ჩემს მეგობარს, აარონ დესნერს ვთხოვე მისი დამუშავება”, – აღნიშნა არტისტმა.

პენსილვანიელმა ტეილორ სვიფტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მან გრემის პირველი ჯილდო მიიღო და, ბილი აილიშის გამარჯვებამდე, ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსს ატარებდა. 11 გრემის მქონე მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ის წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა. ტეილორს 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან რვა Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ჩარლი პუტი და ჯონგუქი სინგლს Left and Right ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ფოსთ მელოუნისა და 21 Savage-ის ჰიტმა Rockstar იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი