ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ახალი ქავერ ალბომის Only the Strong Survive-ის გამოცემას აანონსებს

ბრიუს სპრინგსტინი 11 ნოემბერს, კლასიკური სოულ ჟანრის ქავერების ალბომს – სახელწოდებით Only the Strong Survive –ს გამოუშვებს. 

ვიდეო მიმართვაში სპრინგსტინმა, სადაც იგი რიგით  21 -ე სტუდიური  ალბომის შესახებ საუბრობს, განმარტა, რომ  დისკზე Letter To You- ს მუშაობის დროს,  რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში იწერებოდა, კიდევ ერთი ახალი ალბომის შექმნის იდეა მოუვიდა. 

შედეგად მან 15 სიმღერა ჩაწერა. ალბომში მოისმენთ ცნობილი მუსიკოსების სიმღერებს: ჯერი ბატლერი, დობი გრეი, The Commodores, ჯიმი რუფინი, დაიანა როსი და Supremes, The Four Tops, The Walker Brothers, The Temptations. პროექტი სპრინგსტინის სტუდიაში Thrill Hill Recording-ში ჩაიწერა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი მომღერლის დიდი ხნის მეგობარი და მენეჯერი, ჯონ ლანდაუ იყო.

სპრინგსტინმა აღნიშნა, რომ  ალბომზე მუშაობის დროს მან ხელახლა აღმოაჩინა და შეყვადა ის სიმღერები, რომლის ახლებური ვერსიებიც შექმნა. “მე ხელახლა შემიყვარდა ეს საოცარი სიმღერები, სიმღერის ავტორები და შემსრულებლები, ყველა მათგანი, ვფიქრობ დღემდე დაუფასებელია.  ამ ახალი პროექტის მეშვეობით კი,  საკუთარი ხმის ძალა ხელახლა აღმოვაჩინე“

ნახეთ ალბომ  Only the Strong Survive – ში შესული სიმღერების სია, ალბომის ყდა და სპრინგსტინის ვიდეო, სადაც იგი ახალ ნამუშევრებზე  საუბრობს.

Only the Strong Survive სიმღერების სია

1. “Only the Strong Survive” (Jerry Butler)
2. “Soul Days” feat. Sam Moore (Dobie Gray)
3. “Nightshift” (The Commodores)
4. “Do I Love You (Indeed I Do)” (Frank Wilson)
5. “The Sun Ain’t Gonna Shine Anymore” (The Walker Brothers)
6. “Turn Back the Hands of Time” (Tyrone Davis)
7. “When She Was My Girl” (The Four Tops)
8. “Hey, Western Union Man” (Jerry Butler)
9. “I Wish It Would Rain” (The Temptations)
10. “Don’t Play That Song” (Aretha Franklin)
11. “Any Other Way” (Jackie Shane)
12. “I Forgot to Be Your Lover” feat. Sam Moore (William Bell)
13. “7 Rooms of Gloom” (The Four Tops)
14. “What Becomes of the Brokenhearted” (Jimmy Ruffin)
15. “Someday We’ll Be Together” (Diana Ross & The Supremes)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TBILISI MURAL FEST 2022 – ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 

შემდეგი სტატია

Super Bowl -ის მუსიკალური შოუს მთავარი ქალი შემსრულებლები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

ფილმი იმ გულშემატკივრებზეა ფოკუსირებული, ვისზეც ბენდმა ცხოვრებისეული გავლენა მოახდინა, რეჟისორი კი Metallica-ს დიდი ხნის მეგობარი იონას აკერულნდია.
მეტი
Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

გარდა მუსიკისა, ჯგუფმა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მათ უნიკალურ კონტენტს, ალბომის მასალებსა და ინტერაქციას სთავაზობს.
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
წერილი

ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

ბენდმა იანვარში ახალი სიმღერა სახელწოდებით „დარაჯი“ გამოაქვეყნა
მეტი