Super Bowl -ის მუსიკალური შოუს მთავარი ქალი შემსრულებლები

იყო მთავარი მომღერალი სუპერ ბოულის მუსიკალურ შოუში ავტომატურად ნიშნავს თანამედროვე ამერიკულ პოპ კულტურაში ვარსკვლავის სტატუსს.

რიანა სულ მალე შეუერთდება ქალი მომღერლების ექსკლუზიურ კლუბს, რომლებიც Super Bowl-ის შოუს მთავარი შემსრულებლები იყვნენ.  

იყო მთავარი მომღერალი სუპერ ბოულის მუსიკალურ შოუში ავტომატურად ნიშნავს თანამედროვე ამერიკულ პოპ კულტურაში ვარსკვლავის სტატუსს. შემსრულებლები ამ შოუსთვის ძალიან დიდი სიფრთხილით ირჩევა, რადგან შოუ მილიონობით დოლარი ჯდება და  ყველა დეტალი წინასწარ არის გათვლილი. 

რიანა პოპ მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად ითვლება. მისი პირველი ჰიტი Pon De Replay – 2005 წელს გამოიცა, მაშინ იგი მხოლოდ 17 წლის იყო. სიმღერა ბილბორდის ჩარტებში ლიდერობდა.  იგი ცხრა გრემის მფლობელია.  მუსიკის კრიტიკოსების აზრით, რიანას კარიერის მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ აქვს.

ბილბორდი გთავაზობთ Super Bowl -ის შოუში, გასული წლების მონაწილე მთავარ შემსრულებელ ქალ მომღერალთა სიას:


დაიანა როსი

თარიღი: 1996 წლის 28 იანვარი
ასაკი: 51
ადგილი:  არიზონას შტატი, ქალაქი ტემპე  – სან დევილის სტადიონი


მადონა

მოწვეული სტუმრები: MFAO, Nicki Minaj, M.I.A., Cee Lo Green
თარიღი: 2012 წლის 5 თებერვალი
ასაკი 53
ადგილი: ინდიანაპოლისი, ლუკას ოილ სტადიონი


ბიონსე

მოწვეული სტუმრები: Destiny’s Child
თარიღი 2013 წლის 3 თებერვალი
ასაკი:  31 
ადგილი: ნიუ ორლეანი, Mercedes-Benz Superdome


კეთი პერი

Photo : Rob Carr/GI

სტუმრები: ლენი კრავიცი, მისი ელიოტი
თარიღი: 2015 წლის 1 თებერვალი
ასაკი: 30
ადგილმდებარეობა: ფენიქსის უნივერსიტეტის სტადიონი, გლენდეილი, არიზონა.


ლედი გაგა

Photo : Kevin Mazur/WireImage

თარიღი: 2017 წლის 5 თებერვალი
ასაკი: 30
ადგილი: ჰიუსტონი – NRG -ს სტადიონი


ჯენიფერ ლოპესი და შაკირა

სტუმრები:: Bad Bunny, J Balvin, Emme Muñiz
თარიღი: 2020 წლის 2 თებერვალი
ასაკი: ჯენიფერი 50 / შაკირა 43
ადგილი: მაიამი გარდენსი, ჰარდ-როკ სტადიონი


რიანა

მოწვეულ სტუმართა სია ჯერჯერობით უცნობია და ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგეძლებათ

თარიღი: 2023 წლის 12 თებერვალი
ასაკი: 34
ადგილი: არიზონა, tate Farm-ის სტადიონი

თუ რა სიმღერებს შეასრულებს რიანა სუპერ ბოულზე – ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ბილბორდის ჟურნალისტების მიერ შერჩეული  საოცნებო სიმღერების სია 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ახალი ქავერ ალბომის Only the Strong Survive-ის გამოცემას აანონსებს

შემდეგი სტატია

რინგო სტარი დაგეგმილ შოუებს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი