ბექა გოჩიაშვილის და ნინო ქათამაძის პირველი ერთობლივი კონცერტი

პირველ ოქტომბერს, მონოჰოლის სცენაზე  ქართველი მუსიკოსების ბექა გოჩიაშვილის და ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა.  მუსიკოსებმა მსმენელს სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი  ერთობლივი პროგრამა წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ბექა გოჩიაშვილს და ნინო ქათამაძეს  დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ეს მათი პირველი ერთობლივი მუსიკალური თანამშრომლობაა. სცენაზე მათთან ერთად დრამერი – ზაზა ცერცვაძე და ბას გიტარისტი ლევან დეისაძე უკრავდნენ. 

ბექა გოჩიაშვილის თქმით, აღნიშნული კონცერტი მისთვის  სეზონის ბოლო ღონისძიებაა,  იგი თავის მეორე სამშობლოს,  ამერიკას უბრუნდება.

„ეს ჩემი სეზონის ბოლო ღონისძიებაა, თუმცა ამ შემთხვევაში, სიტყვა ბოლო არ ნიშნავს ცუდს, მე ვუბრუნდები ჩემს მეორე სამშობლოს, წესით, ჩვენს მეორე სამშობლოს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთი გზაც იმ ქვეყნის წყალობით არის. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თქვენ, ჯაზ კაფე „კონკას“ ამ კონცერტის იდეისთვის და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს ლევან დეისაძეს და ზაზა ცერცვაძეს“ – სცენიდან მიმართა აუდტორიას ბექა გოჩიაშვილმა.

საღამოს სპეციალური სტუმარი, ალტისტი  გიორგი ცაგარელი გახლდათ, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მისი უკვდავი ნაწარმოებები შეასრულა.

მონჰოლში გამართულ კონცეცრტზე ნინო ქათამაძემ მსმენელს მიმართა: „დღეს თბილისობის დღესასწაულია და ჩვენი დღესასწაული არის აქ, თქვენთან ერთად.  მთავარი დღესასწაული მუსიკის გავლით არის და მთავარი დღესასწაული არის ყოველთვის თქვენთან ერთად.“

ღონისძიება Konka Jazz -ის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ჯაზ კაფე „კონკას“ ინიციატივით სამომავალოდ ღონისძიებების სერიად იქცევა. პროექტის მიზანი ჯაზის მუსიკის პოპულარიზაციას, ჯაზ-მუსიკოსების განვითარებას, ხელშეწყობას და მაღალი ხარისხის მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას წარმოადგენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მომავალი წლის მეტ გალა კარლ ლაგერფილდს მიეძღვნება

შემდეგი სტატია

Ბიორკმა ამერიკის შეერთებული შტატები იარაღით გახშირებული ძალადობის გამო დატოვა: „ეს უკვე მეტისმეტია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

29 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძის ჯაზტრიოს კონცერტი გაიმართება

ქართველი პიანისტი წარადგენს საავტორო პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ – Georgian Songbook Vol.1.
მეტი

აარონ პარკსის ტრიოს ორი გამორჩეული კონცერტი Tatuza Jazz Club-ში

„რაც შეეხება Tatuza Jazz Club-ს - ძალიან კარგი სივრცეა, დარბაზში სასიამოვნო აურაა და აკუსტიკაც შესანიშნავია. იგრძნობა, რომ აქ ადამიანებმა ნამდვილად იციან თავიანთი საქმე.“
მეტი