Ბიორკმა ამერიკის შეერთებული შტატები იარაღით გახშირებული ძალადობის გამო დატოვა: „ეს უკვე მეტისმეტია”

„ძალადობა შტატებში უკვე ისეთ დონეზეა, ვერც კი წარმოვიდგენ.”
Santiago Felipe/Redferns for ABA

ისლანდიელი მომღერალი ბიორკი სამშობლოში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი ამერიკაში იარაღით გახშირებული ძალადობაა. ბიორკმა ისაუბრა, თუ როგორ დარდობდა მისი ქალიშვილის, ისადორას უსაფრთხოებაზე და გაიხსენა 2012 წელს Sandy Hook-ის დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგედია.

„იარაღით ძალადობა შტატებში უკვე ისეთ დონეზეა, ვერც კი წარმოვიდგენ. მით უმეტეს, როცა ნახევრად ამერიკელი ქალიშვილი გყავს იმ სკოლაში, რომელსაც 40 წუთი აშორებს Sandy Hook-მდე.”

ბიორკი ნიუ-იორკში 2002 წელს, ქალიშვილის დაბადების შემდეგ  დასახლდა. პანდემიის დაწყებისას კი ისლანდიაში დაბრუნდა. 

„როცა აქ ვართ, მთელ ისლანდიას შევიგრძნობ. ერთი ადამიანიც რომ მოკლან ჩრდილოეთში, აქ ჩვენ ყველას გვტკივა. ასეთია აქაური მენტალიტეტი. ამდენი ძალადობა შტატებში კი, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი კუნძულელისთვის, მეტისმეტი იყო.”

„რიგითი კუნძულელი” მომღერალი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ევროპელ ხელოვანთაგან, რომლებმაც ამერიკაში იარაღით ძალადობის ფაქტები დაგმეს. ოზი ოზბორნმა გაამხილა, რომ 2023 წლის თებერვალში იგი სამუდამოდ ბრუნდება ინგლისში. ბრიტანელმა მუსიკოსმა ჰარი სტაილსმა კი, ტეხასის სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, იარაღით ძალადობასთან მებრძოლ ორგანიზაციას „Everytown”  მილიონი დოლარი შესწირა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბექა გოჩიაშვილის და ნინო ქათამაძის პირველი ერთობლივი კონცერტი

შემდეგი სტატია

უიტნი ჰიუსტონის I Wanna Dance With Somebody – ფილმის ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი