Bohemian Rhapsody-ს, Rocketman-ისა da Elvis-ის შემდეგ კინოეკრანებზე ახალ მუსიკალურ ბიოგრაფიულ ფილმს “I Wanna Dance With Somebody” უნდა ველოდოთ. ფილმი დეკემბერში გამოვა და ის ლეგენდარული პოპვარსკვლავის, უიტნი ჰიუსტონის ცხოვრებასა და კარიერაზეა. თავად მომღერლის როლს ბრიტანელი მსახიობი ნაომი ეკი ასრულებს, პროდიუსერ კლაივ დევისს კი სტენლი ტუჩი განასახიერებს.
ფილმის ტრეილერი უკვე გამოვიდა.