Depeche Mode -ის სოლისტი დეივ გაჰანი, ბენდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Depeche Mode ახალ ალბომს ამზადებს და 2023 წლის ტურნეს გეგმავს.

Depeche Mode-ის ახალი ალბომის სახელწოდებაა – Memento Mori, რაც „გახსოვდეს რომ სიკვდილი გელის“ ნიშნავს. „ეს ალბომის იდეალური სახელწოდებაა“ – განუცხადა დეივმა Billboard-ს 4 ოქტომბერს, ბერლინში გამართული კონფერენციაზე. მან ახალი ალბომი და 2023 წლის ტურნე დააანონსა, რომელიც კალიფორნიაში, საკრამენტოში, 23 მარტს დაიწყება. „ჩვენი ყველა სიმღერის მთავარი მოტივი ცხოვრების სისასტიკეს ეძღვნება, რომელიც ხანდახან შეიძლება სასიხარულო და სადღესასწაულოც იყოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან სრულდება.”

დეივ გაჰანმა და მარტინ გორმა სიმღერების უმეტესობა მანამდე დაწერეს, სანამ მათი ჯგუფის წევრი, ენდრიუ ფლეტჩერი გარდაიცვლებოდა. ალბომის Სათაურიც მაშინ მოიფიქრეს.

პანდემიის პერიოდში, დეივ გაჰანი და მარტინ გორი ერთმანეთს მეილით ეკონტაქტებოდნენ და მუსიკალურ იდეებს ცვლიდნენ: „მარტინს სტუდია სანტა ბარბარაში აქვს, იგი მიგზავნიდა ახალ კომპოზიციებს, მე ვმღეროდი, ვწერდი და ვუბრუნებდი უკან….  ვცვლიდით იდეებს, ვმღეროდი მელოდიას და სიმღერის ტექსტს ვქმნიდი,  იგი უკვე დამუშავებულ ვერსიას მიბრუნებდა.”

გაჰანის თქმით, მარტინ გორის  სტუდიაში სიმღერების ჩაწერას პროდიუსერებთან, ჯეიმს ფორდთან და მარტა სალონთან ერთად გეგმავდნენ, როდესაც ფლეტჩერის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. Ენდრიუ ფლეტჩერის სიკვდილი აორტის დისექციამ გამოიწვია.

„მე და მარტინმა ვილაპარაკეთ, მე  ვუთხარი, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერებულიყავით. პაუზის გარეშე დამეთანხმა. შვება ვიგრძენი, მივხვდი, რომ ერთნაირად ვფიქრობდით, თითქოს ისიც იგივე კითხვას მისვამდა.“

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც  ჩვენი ბენდის არსებობა კითხვის ქვეშ დადგა და  ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა გაგვეგრძელებინა და ეს ალბომი შეგვექმნა“ – დაამატა გაჰანმა.

მათი ტურნე 2023 წლის 23 მარტს დაიწყება. ტურნეს ფარგლებში  ათი კონცერტი აშშ-შია დაგეგმილი, ოცდათორმეტი კონცერტი  კი, ევროპაში გაიმართება. 

„ფლეტჩერს ვერავინ შეცვლის, როდესაც სცენაზე ვდგავართ და მის ადგილს ცარიელს ვხედავთ, ჩვენთვის ეს ძალიან რთულია“ – ამბობს გაჰანი. ბენდი ტურნეს მულტიინსტრუმენტალისტ პიტერ გორდენსონთან და დრამერ კრისტიან ეიგნერთან ერთად გააგრძელებს, ისინი მათთან ერთად უკვე  წელებია უკრავენ.

გაჰანის თქმით, გაყიდვაში სტუდიური ალბომი 2023 წლის მარტში გამოვა. 

„რაც შეეხება Depeche Mode -ს, მე და მარტინმა გადავწყვიტეთ, რომ არ გავჩერდეთ, რადგან შეგრძნება გვაქვს, თითქოს საერთო საქმე ჯერ კიდევ არ დასრულებულა“ – აღნიშნა ბენდის სოლისტმა – დეივ გაჰანმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე დის წარმატებას ზეიმობს

შემდეგი სტატია

Pink Floyd-ის  ალბომის „Animals“ –  ის ხელახალი გამოცემის შემდეგ, ის კვლავ ბილბორდის ჩარტებში გვხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი