Pink Floyd-ის  ალბომის „Animals“ –  ის ხელახალი გამოცემის შემდეგ, ის კვლავ ბილბორდის ჩარტებში გვხვდება

Pink Floyd-ის  ალბომი “Animals”- სი პირველად 1977 წელს გამოვიდა.  
Pink Floyd – ტურნეზე – 1977 წელი

ალბომი ხელახლა 2022 წლის 16 სექტემბერს გამოიცა და 1 ოქტომბერს უკვე ბილბორდის ჩარტების სიაში მოხვდა.

ჟურნალ Luminate-ის თქმით, სექტემბრის ბოლოს  აშშ-ში ალბომის 20, 000 ეგზემპლარი იყო გაყიდული. 

ალბომი Animals ასევე ხელახლა დასახელდა Catalog Albums-ის ჩარტში –  ნომერ პირველ ალბომად. ის დაბრუნდა Billboard 200 -სიაში 21 -ე ადგილზე. 

42 წუთიან ალბომში 5 სიმღერა შედის, რომელიც CD -ის,  ვინილის,  Blu-ray-ს, SACD-ის ფორმატებით გამოიცა. ასევე, მისი ციფრული ვერსიის ჩამოტვირთვაც არის შესაძლებელი. მისი ფასი კი $12,99-დან  $29,87-მდე   მერყეობს. 

Animals -ის კომპლექტი – „ტოპ ხუთ კატეგორია“ ალბომის ჩარტების სიაშია:  „ტოპ როკ და ალტერნატიულ ალბომი“, „ტოპ როკ ალბომი“, „კატალოგ ალბომი“ , „მელომანების“  და „ვინილების“ ალბომში. 

Deluxe Box – სეტი გაყიდვაში 7 ოქტომბერს გამოვა, თუმცა ამჟამად  ოთხ-დისკიანი ნაკრების შეძენა (ვინილის, LP/CD/DVD და Blu-ray ) Pink Floyd-ს ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ხელახალი გამოცემისა, რომელიც 2018 წელს გადამუშავებულ და განახლებულ მიქს ვერსიებს შეიცავს, ალბომში არ შედის ე.წ. „ბონუს“ სიმღერები.

1997 წელს გამოცემული ალბომის კომპლექტის ვერსია, ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის მესამე ადგილზე იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Depeche Mode -ის სოლისტი დეივ გაჰანი, ბენდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

შემდეგი სტატია

გერმანელი მსახიობი და რეჟისორი  მარტინ ვუტკე საქართველოშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი