Რიანა “ბრილიანტივით ბრწყინავს” – მისმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 2 მილიარდი ნახვა დააგროვა

“Diamonds” რიანას პირველი სოლო სინგლია, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

თითქმის 10 წელია, რაც რიანამ ფანებს მოუწოდა  „ბრილიანტივით ებრწყინათ“.  და მათაც მოუსმინეს, რასაც მომღერლის ახალი მიღწევა ადასტურებს. 

რიანას ვიდეოკლიპი 2012 წელს გამოსულ სიმღერაზე „Diamonds” ოფიციალურად გასცდა 2 მილიარდ ნახვას იუთუბზე. აქამდე  ეს შედეგი უკვე ჰქონდა რიანას  2 სიმღერას, თუმცა ორივე დუეტს – კელვინ ჰარისთან და ემინემთან ერთად. ასე რომ, “Diamonds” რიანას პირველი სოლო ვიდეოკლიპი გამოდის, რომელმაც ასეთ სიმაღლეებს მიაღწია.

 “Diamonds” რიანას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტად რჩება ბილბორდის ჩარტებში. 2012 წლის დეკემბერში ის Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს იკავებდა. დღევანდელი მონაცემებით კი რიანა 14-ჯერ იყო ჩარტის სათავეში, რაც მას საერთო ჯამში მესამე ადგილზე აყენებს Hot 100-ის ისტორიაში. პირველ ადგილზეა  “Beatles” 20-ჯერ ჩარტის სათავეში ყოფნით, მეორეზე კი მერაია ქერი, რომელიც 19-ჯერ იყო პირველ ადგილზე.

Რიანა არ არის ერთადერთი შემსრულებელი, რომელმაც წელს იუთუბზე 2 მილიარდ ნახვას მიაღწია. Მათ რიცხვშია ასევე ბრუნო მარსის  “That’s What I Like”  და ადელის “Rolling In the Deep”. თუმცა ყველაზე მეტი ნახვა იუთუბის ისტორიაში ისევ Pinkfong-ის სიმღერას “Baby Shark Dance” აქვს, რომელიც ამჟამად 11 მილიარდ ნახვაზე მეტს ითვლის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ინგლისურმა როკ-ბენდმა Toploader -მა თბილისს დაუვიწყარი საღამო აჩუქა

შემდეგი სტატია

დალუქული დოკუმენტებით ირკვევა, რომ არეთა ფრანკლინი FBI-ს თვალთვალის ობიექტი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი