Blink-182 ბრუნდება

პანკ-როკ ჯგუფი Blink-182 თავისი კლასიკური შემადგენლობით – ტომ დელონგთან ერთად ბრუნდება და 2023 წლის მსოფლიო ტურნესთვის ემზადება.
Blink-182

ტრიოს ახალი სიმღერა EDGING – ამ კვირაში გამოვა. 

11 ოქტომბერს Blink-182 – განაცხადა, რომ ისინი კვლავ თავის ყოფილ წევრთან, ტომ დელონგთან ერთიანდებიან. ჯგუფი 2023 წლის მსოფლიო ტურნეს და მომავალ სიმღერას აანონსებს. 

ჯგუფის ორჯერ დატოვების შემდეგ, ერთხელ 2005 წელს და მეორედ 2014 წელს, დელონგი ბენდს კვლავ უბრუნდება, გიტარისტ და მომღერალ  მარკ ჰოპუსთან და დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად. 

ტურნე 11 მარტს, ტიხუანაში, (მექსიკა), ფესტივალ Imperial GNP დაიწყება, სადაც 12 აპრილის ჩათვლით, სამხრეთ ამერიკაში და მექსიკაში იმოგზაურებენ. ბენდი 4 მაისს ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობს ტურნეს –  შოუში: Xcel Energy Center.  ჯგუფს შემდეგი კონცერტი 16 ივლისს აქვს ჩანიშნული Bridgestone Arena-ზე, ნეშვილში და სექტემბრიდან ტურნეს უკვე ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში განაგრძობენ.

Blink 182-ს ფანებისთვის ყველაზე ამაღელვებელი მათი ახალი სიმღერის Edging-ის გამოსვლაა, რომელიც ბენდმა სტუდიაში 10 წლის შემდეგ პირველად ჩაწერა. ენთუზიაზმით სავსე ჯგუფმა ტურნესთვის პრომო ვიდეოც შექმნა. 

ტურნეს ბილეთების გაყიდვა 17 ოქტომბრიდან დაიწყება. გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ბენდი 2023 წელს, Lollapaloozas-ზე, ჩილეში, არგენტინასა და ბრაზილიაში, ბილი ეილიშთან, დრეიკთან და ლილ ნას X-თან ერთად წარდგება. ასევე, 2023 წელს Green Day-თან ერთად, ფესტივალ We Were Young – ში მიიღებენ მონაწილეობას.

Blink 182-ს ერთ-ერთმა წევრმა ჰოპუსმა განაცხადა, რომ ის მემუარებს წერს, რომელიც მის ცხოვრებას, მძიმე სენთან ბრძოლას და მათი ჯგუფის წარმატების გზას ასახავს.

მსოფლიო ტურნე სამხრეთ ამერიკაში ბენდ Wallows-სთან ერთად გაიმართება, ჩრდილოეთ ამერიკაში ბენდ Turnstile-თან, ევროპაში – პოპ პანკ ჯგუფ The Story So Far-თან, ხოლო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, პანკ-როკ ჯგუფ Rise Against -თან ერთად.

ნახეთ,  Blink 182 – ტურნეს პრომო ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

National Geographic საქართველო 10 წლისაა

შემდეგი სტატია

,,ღვინის დღეები საქართველოში” და „ივერია კაფეს” ახალი სივრცის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი