,,ღვინის დღეები საქართველოში” და „ივერია კაფეს” ახალი სივრცის პრეზენტაცია

ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში” Მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. Სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში ,,ივერია კაფეში” ახალი სივრცის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრები აქ წინანდლის მამულის ღვინის სრული ასორტიმენტიდან მათთვის სასურველ პროდუქტს აღმოაჩენენ. წარმოდგენილია ფრანგული შამპანურებიც. 

ღვინო „წინანდლის მამულებიდან“ და ცოცხალი მუსიკა – Საღამოზე ,,კლასიკური ჯაზ ტრიოს” მიერ გია ყანჩელის ლეგენდარული კომპოზიციები შესრულდა. 

,,ივერია კაფეს” ახალი სივრცის პრეზენტაცია
,,ივერია კაფეს” ახალი სივრცის პრეზენტაცია

,,ჩვენ რიგ ადგილებში ღვინის ლიმიტირებული პროდუქცია გვაქვს წარმოდგენილი, სრული პროდუქცია – წინანდალში, სხვაგან არსად. ეს კი, იქნება წინანდლის მსგავსი ადგილი, სადაც ჩვენი ყველა პროდუქტი გაერთიანდება. აქ შეიძლება მოვიდეს სტუმარი, შეიძინოს და დააგემოვნოს ღვინო, მენიუშიც გათვალისწინებულია ისეთი საკვები, რომელიც სასმელს  ეხამება. ამიტომ, დღის ნებისმიერ დროს, აქ მოსულს სტუმარს შეეძლება წინანდლის მამულის სრული ასორტიმენტის გაცნობა.  მომავალში, ამ ადგილის კიდევ უფრო მეტი განვითარება გვინდა, პროფესიული დეგუსტაციები, ღვინის წარდგენა-პრეზენტაციები, გვინდა, რომ ღვინის მოყვარულებისთვის თბილისში ეს ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იყოს”,- გიორგი ხარაბაძე.  

,,ივერია კაფეს” ახალი სივრცის პრეზენტაცია

,,ღვინის დღეები საქართველოში” – სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა ეს საღამო. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს, რომელიც გატაცებულია ღვინით, მასთან დაკავშირებული საკვებითა და სხვადასხვა ღონისძიებით”,- ნატალია ფირცხალავა, წინანდლის მამულის მარკეტინგის მენეჯერი. 

,,ივერია კაფეში” მისულმა სტუმრებმა გიორგი რამიშვილსა და მის გუნდს წინანდლის მუზეუმისა და მამულების აღდგენისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. ახლა უკვე თბილისში, ახალ სივრცეში სტუმრებს ღვინის სრული ასორტიმენტი სწორედ წინანდლის მამულებიდან ელოდებათ. 

9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება. ფესტივალი და ,,ივერია კაფეში” ჩატარებული საღამო კი ღვინის 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციას კიდევ ერთხელ გვახსენებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blink-182 ბრუნდება

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა  ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს  2022 წლის გალა კონცერზე მადლიერების წერილები და საჩუქრები მიიტანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი