National Geographic საქართველო 10 წლისაა

საიუბილეო საღამო ბექა გოჩიაშილის კონცერტით დასრულდა!

National Geographic საქართველო 2012 წელს კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დაარსდა და უკვე 10 წელია საქართველოში მკითხველს ხარისხიან სამეცნიერო პუბლიკაციას და მაღალი სტანდარტის ფოტოებს სთავაზობს.

10 წლის იუბილეს აღსანიშნად „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ საღამო გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ჟურნალის კულტურულ – სამეცნიერო როლი და მისი მნიშვნელობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  National Geographic საქართველო წლებია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობს და ჟურნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გადაეცემა საშუალო სკოლის ბიბლიოთეკებს, უმაღლეს სასწავლებლებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

National Geographic Magazine საქართველოს დამფუძნებელი –  გიორგი რამიშვილი

„ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, უმნიშვნელოვანესი ლიტერატურა ქართულ ენაზე, რომელიც პირდაპირ მიეწოდება ჩვენ სკოლებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.  ეს არის უტყუარი 134 წლის გამოცემა, თაობების მიერ შექმნილი, უმაღლესი ხარისხის მეცნიერული კვლევები. მიხარია, რომ გვაქვს იმის  საშუალება, რომ ეს ლიტერატურა ქართულ ენაზე მიეწოდება საზოგადოებას, ჩემთვის და სილქნეტისთვის დიდი პატივია, რომ ვართ ამის მონაწილე.“ – აღნიშნა საღამოს ღონისძიებაზე კომპანია National Geographic Magazine საქართველოს დამფუძნებელმა –  გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც National Geographic-ს საზეიმო თარიღი მიულოცა და განაცხადა, რომ ის საქმე რასაც ჟურნალი აკეთებს, არა მხოლოდ კარგი და მისასალმებელია, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე საქმე, რომელიც ჩვენ პატარა ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ მის შესახებ ქვეყნის გარეთაც, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს ინფორმაცია. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი – National Geographic-ის საიუბილეო საღამოზე

საიუბილეო საღამო ბექა გოჩიაშვილის და ბენდის კონცერტით გაგრძელდა. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება აღნიშნავდა რომ, National Geographic არის არა მხოლოდ ჟურნალი, ის არის მსოფლიო წამყვანი სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც საქარველოში შემოდის და უკვირთ, თუ როგორ შეძლო საქართველომ, პატარა ქვეყანამ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის კეთება და თან სამაგალითოდ მაღალი  ხარისხით. 

National Geographic -ის ვიცე პრეზიდენტი ჯულია ბოილი

ეს ყველაფერი სილქნეტის, გიორგი რამიშვილის და მთელი სარედაქციო ჯგუფის  დიდი წარმატება არის. 

National Geographic მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემაა, რომელიც 1888 წლიდან გამოდის და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. ჟურნალი ორიენტირებულია სამეცნიერო და კულტურის საკითხებზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულ, საკულტო გამოცემას წარმოადგენს.

National Geographic საქართველოს – 10 წლის იუბილე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ლეჯენდმა და ენდი გრემერმა საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმღერეს, სადაც დიაბეტის კვლევისთვის 1.7 მილიონი დოლარი შეგროვდა

შემდეგი სტატია

Blink-182 ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„სილქ როუდ ჯგუფმა“ და ამერიკულმა კინოსტუდიამ, WonderHill Studios ერთობლივი კინოსაწარმო – WonderSilk Studios დააარსეს

WonderSilk Studios კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს და ქართული კინოინდუსტრიისათვის დიდ პერსპექტივებს შექმნის.
მეტი

Tbilisi Mural Fest 2023

წელს ფესტივალს ქუთაისიც შეუერთდა და ჯამში 14 ახალი კედელი მოიხატა.
მეტი

სოხუმის თეატრი სტამბოლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

დასი ფესტივალზე სპექტაკლს „უეცრად გასულ ზაფხულს” წარადგენს, რომლის პრემიერაც სოხუმის თეატრში 6 ოქტომბერს შედგა.
მეტი

„საჩუქარი” 26-ე სეზონს ხსნის – ფესტივალის პროგრამა და დაარსების ისტორია

„თუკი შეიძლება, რომ ქვეყანაში ასეთი ფესტივალი ჩატარდეს, როგორიც არის „საჩუქარი”, ესე იგი, ეს ქვეყანა დაუბრუნდა ევროპის რუკას,” - Financial Times.
მეტი