4 ნოემბერს ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე ფრანგი არტისტი Worakls – წარდგება, რომელიც თბილისში, „Orchestra Part 2” მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.
Worakls Orchestra Tour განსხვავებული კონცეფციის მქონე ტურნეა, სადაც ელექტრონული მუსიკისა და ცოცხალი ორკესტრის სინთეზი შედგება.
ფრანგი მუსიკოსი კევინ როდრიგესი, ზედმეტსახელით Worakls-ით არის ცნობილი. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, იგი ელექტრონულ მუსიკას გაჰყვა და წარმატებას მიაღწია, როგორც ცნობილი სიმღერების ქავერ შესრულებით, ასევე საკუთარი სოლო ნამუშევრებით.
2014 წელს Worakls-მა მეგობრებთან N’to და Joachim Pastor-თან ერთად ლეიბლი Hungry Music დააარსა.
ჟურნალმა ბილბორდმა მუსიკოსი შეაფასა, როგორც „ამომავალი ფრანგი დიჯეი“ და მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა.
მუსიკოსმა პირველი სტუდიური ალბომი 2019 წელს გამოუშვა. დისკის სახელწოდებაა Orchestra, ხოლო მეორე ალბომი – სახელწოდებით – Sur Le Front Des Animaux Menacés 2020 წელს გამოსცა.
4 ნოემბერს Worakls Orchestra და „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ სოლისტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Fall Set ერთ სცენაზე წარდგებიან.
ღონისძიება Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება, რომელიც 15 000 სტუმარს იტევს. საფესტივალო ტერიტორია ნაძალადევში, ახალქალაქის 30/32-ში მდებარეობს.
ღონისძიება განრიგი კი ასე გამოიყურება:
22:00 – TBC
00:00 – Mark Hoffen
01:30 – Changeover
02:00 – Worakls Orchestra
04:00 – Changeover
04:30 – Endorpohins