მსახიობმა ისაია ვაშინგტონმა ინტერვიუში მომღერალ აალიაზე ისაუბრა. 2000 წელს მათ ერთად ითამაშეს ფილმში Romeo Must Die. 1994 წელს აალია საიდუმლოდ დაქორწინდა მომღერალ R. Kelly-ზე. მაშინ ის 15 წლის იყო.
2021 წელს სასამართლო პროცესებზე, სადაც R. Kelly-ს გამოძალვასა და ტრეფიკინგს ედავებოდნენ, მისმა მენეჯერმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მისი და არასრულწლოვანი აალიას ქორწინება გოგონას ფეხმძიმობის გამო მოხდა. ქორწინება 1995 წელს გაუქმდა. 2001 წელს კი 22 წლის აალია ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.
მაშინ, როცა ბევრს სჯერა, რომ R. Kelly-მ თინეიჯერ აალიაზე იძალადა, ისაია ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ გოგონა მსხვერპლის როლში არ ყოფილა. მსახიობი აღიარებს, რომ გადასაღებ მოედანზე 21 წლის მომღერალი იმდენად ზრდასრულად გამოიყურებოდა, რომ იმ პერიოდში მისი „ქრაშიც” კი იყო.
რაც შეეხება R. Kelly-სთან ურთიერთობას, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ აალია კარგად აკონტროლებდა საკუთარ თავსაც და სიტუაციასაც. „მე ვფიქრობ, რომ იმ ასაკშიც კი, აალიას სიტუაციის კონტროლი თავის თავზე ჰქონდა აღებული. მე არ განვსჯი მას, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი და ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ აალიას ვინმე აიძულებდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც მას თავად არ სურდა.”
ისაია ვაშინგტონის ინტერვიუ