ფიბი ბრიჯერსი სალის როლს ითამაშებს წარმოდგენაში “Nightmare Before Christmas”

დენი ელფმანი კვლავ ჯეკ სკელინგტონის სასიმღერო პარტიას შეასრულებს.
ფიბი ბრიჯერსი
Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი თავის ჩონჩხებიან სტილს ახალი დანიშნულებით გამოიყენებს. გრემიზე ოთხჯერ ნომინირებული მომღერალი სალის როლს შეასრულებს ტიმ ბარტონის ცნობილ ნაწარმოებში “Nightmare Before Christmas” ანუ „კოშმარი შობის წინ”. მასთან ერთად ითამაშებს დენი ელფმანი, რომელიც თავისსავე სასიმღერო როლს იმღერებს ჯეკ სკელინგტონის პერსონაჟისთვის. კენ პეიჯი კი ისევ უგი ბუგი იქნება, როგორც 1993 წლის ცნობილ ფილმში. 

კონცერტები 9 და 10 დეკემბერს ლონდონის უემბლის არენაზე გაიმართება, სადაც BBC-ის საკონცერტო ორკესტრი დაუკრავს. შარშან წარმოდგენა ლოს ანჯელესში დაიდგა, სადაც სალის როლს ბილი აილიში ასრულებდა. 

„კოშმარი შობის წინ” ჰელოუინის ქალაქის მეფე ჯეკ სკელინგტონზეა, რომელიც  ყოველწლიური ხალხის შეშინების რუტინით  იღლება და გადაწყვეტს, რომ ამჯერად ხელში შობა ჩაიგდოს. ის გაიტაცებს სანტას და ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ისაია ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ აალია R. Kelly-ს მსხვერპლი არ ყოფილა

შემდეგი სტატია

„მე გადმოვცურავ ზღვას“  – პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის  ახალ თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი