Beck –  ჯგუფ Arcade Fire -ის ტურნეს აღარ გახსნის

Back -ის ადგილს ჯგუფი Boukman Eksperyans დაიკავებს.

Billboard -ის დადასტურებული ინფორმაციით, Beck Arcade Fire-ს ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს აღარ გახსნის, მის ნაცვლად კი ჯგუფი  Boukman Eksperyans გამოვა.

არსებობს მოსაზრება, რომ Arcade Fire-ის ვოკალისტ, ვინ ბატლერის  წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო Back -მა უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე. . ბატლერის წინააღმდეგ ბრალდებები, პირველად მუსიკალურ ჟურნალ Pitchfork-ში, 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. სადაც ოთხი ადამიანი მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებდა. ბატლერმა აღნიშნული ფაქტები უარყო.

ჟურნალში თავად ბატლერის ჩვენებაც გამოქვეყნდა. მუსიკოსის თქმით, ჯგუფ Arcade Fire-ის წევრ რეჟინ შასანთან მას სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, ბატლერს მეუღლესთვის ეს ფაქტი არ დაუმალავს და მან ურთიერთობის შესახებ იცოდა.

„ჩვენ საკმაოდ არატრადიციული ქორწინება გვაქვს. მე მქონდა სასიყვარულო ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებსაც კონცერტებზე ვიცნობდი, სოციალურ მედიაშიც მქონია საკმაოდ უხამსი მიმოწერები, რა თქმა უნდა ამით არ ვამაყობ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ყოველთვის  ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა. არასწორია თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს“ – აღნიშნა ბატლერმა.

„მე არასოდეს შევხებივარ ქალს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. კატეგორიულად უარვყოფ, რომ ვინმეს ვაიძულებდი სექსუალურ ურთიერთობას, ეს ცილისწამებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობები იყო ორმხრივად შეთანხმებული, ვწუხვარ თუ ვინმეს ჩემი საქციელით ვაწყენინე.“ აღნიშნა მომღერალმა. 

„ცხოვრება სავსეა შეცდომებით და ტკივილებით, მე ვისურვებდი, რომ არასდროს ვყოფილიყავი ვინმეს ტკივილის მიზეზი.“ – ნათქვამია ბატლერის განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბი ბიონსესგან მიღებულ საჩუქარს აზიარებს

შემდეგი სტატია

Bad Habitz – ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის მუსიკალური დუეტი და ახალი პროექტები 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი