ჯინი თავის სოლო სიმღერას მალე გამოუშვებს, რაც მას K-pop– ში (კორეულ პოპში) სუპერვარსკვლავად აქცევს. პროექტზე მუშაობა მომღერალმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯგუფმა – BTS -მა, ცოტახნით შესვენება გადაწყვიტა.
ჯინიმ ახალი ამბავი 15 ოქტომბერს, BTS -ის კონცერტზე გამოაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
„მივიღე შესაძლებლობა ვიმუშაო იმ ადამიანებთან, ვინც მომწონს და მალე ჩემი, ახალი სიმღერაც გამოვა.“- დასძინა ჯინმა ARMY – შოუში. ჯინისთვის ეს პირველი სოლო პროექტი არ არის. მას გამოცემული აქვს რამდენიმე სოლო სიმღერა, მათ შორის არის: “Tonight” (2019), “Abyss” (2020), “Yours” და “Super Tuna” (2021).
ბუსანის კონცერტის დროს, სცენიდან ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, J-Hope-მაც მიმართა აუდიტორიას: „ვფიქრობ, ჩვენ იმ ფაზაში ვართ, როდესაც თქვენი ნდობა და თანადგომა გვჭირდება“.
ივლისში J-Hope-მა საკუთარი სოლო პროექტი და ახალი ალბომი – Jack in the Box გამოსცა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მუსიკას 30 წლის შემდეგაც შევქმნით, მაშინაც კი, როცა 70 წლის ვიქნებით.“ – თქვა ჯიმინმა, ბუსანის კონცერტზე.
მოგვიანებით ჯგუფის წევრმა RM -მ დაამატა: „ შვიდივე წევრი ახლა ერთ აზრზე ვართ, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მუსიკის შექმნას და შესრულებას თუკი თქვენ მხარდაჭერას ვიგრძნობთ.“