სანდრო გეგეჭკორი 29 ოქტომბერს მიუნხენში, Gasteig-ის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს

ქართველმა მუსიკოსმა სანდრო გეგეჭკორმა გასული წლის ზაფხულში ,,მარია  კანალსის” პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. 400 პიანისტიდან საუკეთესო სწორედ ქართველი ვირტუოზი გახდა. 

,,მარია კანალსის” პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ეგიდით სანდრო გეგეჭკორმა 4 კონცერტი უკვე ჩაატარა. ქართველი მუსიკოსი მსმენელის წინაშე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში წარსდგა. 

29 ოქტომბერს კი ქართველი ვირტუოზი მიუნხენში, ლეგენდარულ Gasteig-ის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს. ეს კონცერტიც ,,მარია კანალსის” ფესტივალის ეგიდით ჩატარდება და სანდრო გეგეჭკორის შესრულებით ფრანც შუბერტის, ფერენც ლისტის და მანუელ დე ფალიას კომპოზიციები გაჟღერდება. 

,,მშვიდად ვგრძნობ თავს, ამას სჭირდება ყოველდღიური მეცადინეობა, დახვეწა, თითების დისციპლინა. მერე ისეთი ხარისხი აღარაა. ყოველ კონცერტზე გისმენენ ყურადღებით, ამაღლდა თუ არა შემსრულებელი. ახლა ესპანეთიდან დავბრუნდი, სადაც კონცერტი მადრიდის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მქონდა და სცენაზე ექვსჯერ გამომიყვანეს. მესამე ბისს ითხოვდნენ და უკვე ვეღარ შევძელი, ბისიც ხომ პასუხისმგებლობაა, ისიც ძალიან ხარისხიანად უნდა შეასრულო. ბედნიერი ვარ… ეს არის ნებისმიერი პიანისტის ოცნება, რომ ასეთი საკონცერტო კარიერა გაიკეთოს, პუბლიკით სავსე დარბაზი, ამოციები, ოვაციები – შენც ბედნიერად  გრძნობ თავს”,- სანდრო გეგეჭკორი, მუსიკოსი.   

Სანდრო გეგეჭკორს და მომავალი თაობის ნიჭიერ ახალგაზრდებს უკვე წლებია გვერდში კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი” უდგას. 

სანდრო გეგეჭკორი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა პიანისტია, რომელსაც მუდმივად მხარდაჭერას ვუცხადებთ, მათ შორის, როდესაც აქვს გასვლითი კონცერტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კომპანიისთვის სანდრო განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან მისი ბავშვობა და კარიერაში პირველი ნაბიჯები, სწორედ რომ ქალაქ ჭიათურას უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ სანდროს წარმატებით და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ნამდვილად არ არის ერთადერთი ახალგაზრდა, რომელსაც ჩვენი კომპანია გვერდში უდგას. გვინდა სანდრო იყოს ახალგაზრდებისთვის ერთგვარი სტიმული წარმატების მიღწევის გზაზე. მომავალი თაობის მხარდაჭერა აუცილებელია, ეს არის ყველაზე სწორი და გამართლებული ინვესტიცია, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა”,- ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის’’ სპეციალური მმართველი.

სანდრო გეგეჭკორს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი. მუსიკოსი მიუნხენის კონცერტის შემდეგ გრანადაში, ბილბაოში, ბარსელონაში, ნიუ-იორკსა და კანარის კუნძლებზე მიემგზავრება. კონცერტი დაგეგმილია ჩინეთშიც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონის და ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – Hold Me Closer ჯოელ კორიმ რემიქსი შექმნა

შემდეგი სტატია

LUA – ქეთათო ნერგაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი