ჰაკერს, რომელმაც ედ შირანის და ლილ უზი ვერტის გამოუცემელი სიმღერები მოიპარა, პატიმრობა მიესაჯა

23 წლის ადრიან კვიატოვსკიმ მომღერლების ანგარიშები გატეხა, მათი სიმღერები მოიპარა და კრიპტოვალუტაში გაყიდა.
ედ შირანი უკრაინისთვის გამართულ კონცერტზე Maher/Disasters Emergency
Committee/GI for Livewire Pictures Ltd

ჰაკერს, რომელმაც ბრიტანელ ედ შირანსა და ამერიკელ ლილ უზი ვერტს ჯერ კიდევ გამოუცემელი სიმღერები მოჰპარა, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

23 წლის ადრიან კვიატოვსკიმ მომღერლების ანგარიშები გატეხა და მათი სიმღერები კრიპტოვალუტაში გაყიდა. საქმე ლონდონის პოლიციამ გამოიძია და დაადგინა, რომ კვიატკოვსკიმ ამ მაქინაციებით 147000 დოლარი მიიღო.

საქმის გამოსაძიებლად ლონდონის პოლიცია შეერთებული შტატების სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე მუსიკოსის მენეჯერებმა განაცხადეს, რომ პიროვნება, ონლაინ სახელით “სპიდრაკი”, მათი კლიენტების ანგარიშებიდან კონტენტს ყიდდა. 

გამოძიება 2019 წელს დაიწყო და ნაპოვნი იქნა კავშირი “სპიდრაკსა” და კვიატაკოვსკის კრიპტოვალუტის ექაუნთს შორის.

„კიბერდანაშაულმა საზღვრები არ იცის. ამ პიროვნებამ ძალიან კომპლექსური სქემა შეადგინა, რომ უკანონოდ მოეპოვებინა სხვისი საკუთრება და თავისი ჯიბე გაემდიდრებინა”, – განაცხადა მანჰეტენის პროკურორმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკი და 21 Savage  ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

შემდეგი სტატია

ადელის ახალი ვიდეო კლიპი სახელწოდებით –   I Drink Wine

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი