ეს უნდა ნახოთ: მერაია ქერის და მისი ქალიშვილის- მონროს საოცარი მეგობრობა

გულისამაჩუყებელი ფოტო, სადაც მერაია ქერის და მის ქალიშვილის, იდენტური, ხვეული ვარცხნილობა აქვთ
მერაია ქერი ჟურნალ Variety-ის ღონისძიებაზე, ლოს-ანჯელესი, 2019 წლის 11 ოქტომბერი

მერაია ქერი თავის 11 წლის ქალიშვილ მონრო ქენონთან ერთად, შაბათს ღამით, ნიუ იორკის ქუჩებში სეირნობდა.

მომღერალმა ინსტაგრამ გვერდზე ფოტო დადო, სათაურით: „დედა-შვილის დუეტი თმის ექსტრავაგანტური  ვარცხნილობით“.

ამ თვის დასაწყისში, მერაია ქერიმ ტვიტერზე იუმორისტული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ერთგვარი თიზერია, თითქოს იგი ცდილობს თაყვანისმცემლებს შეახსენოს მისი ცნობილი საშობაო სიმღერა. ვიდეოში მერაია ქერი აბაზანაში ნებივრობს, მისი შვილები მონრო და მაროკანი კი, აბაზანის კარს მიღმა მომღერალს სთხოვენ, რომ უკვე დროა სიმღერა All I Want for Christmas Is You ჩართოს, თუმცა, მომღერალი მათ თხოვნას უპასუხებს, რომ „ჯერ ადრეა“.

მერაია ქერის ორი საახალწლო კონცერტი უკვე დაგეგმილი აქვს: პირველი თერთმეტ დეკემბერს, ტორონტოში Scotiabank Arena-ზე გაიმართება,  მეორე კი, ცამეტ დეკემბერს  ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში. 

ცნობისთვის მერაია ქერის შვილები მონრო და მაროკანი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მათი მამის, ნიკ კენონის წყალობით, სამი ბავშვის ნახევარდა-ძმა გახდნენ. ნიკ კენონი 10 შვილის მამაა – ბოლო სამი ბავშვი კი, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში შეეძინა: ბიჭი – ლეგენდარი ლოვ კენონი – მოდელ ბრე ტეისთან, ქალიშვილი ონიქს აის კოლ კენონი – მოდელ ლანიშა კოლთან და რაის მესსაჰ კენონი – მოდელ ბრიტანი ბელთან.

თუმცა, ტყუპები კენონის უფროსი შვილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ნიკ კენონი მრავალშვილიანია, ის ტყუპებს მაინც სათანადო ყურადღებას უთმობს და მათთან მეგობრულ ვიდეოებსაც აქვეყნებს, სადაც ისინი ვიდეოში კერის სიმღერა Emotions-ზე ცეკვავენ.

ნახეთ მერაიას და მონროს შუაღამის სეირნობა ნიუ-იორკში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადელის ახალი ვიდეო კლიპი სახელწოდებით –   I Drink Wine

შემდეგი სტატია

„ვფიქრობ მე ეს უნდა გავაკეთო“ – ტეილორ სვიფტი თავის ახალ ალბომ, Midnights -ის ტურნეს შესახებ მიგვანიშნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი