ღონისძიებაზე “Happy Hour With Adele”, რომელიც მომღერლის ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაციას მიეძღვნა, ადელს ტეილორ სვიფტის სიმღერაზე “Midnights” ჰკითხეს. მომღერალმა კი უპასუხა, რომ სიმღერა არ მოუსმენია. „ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ დღეში 12 საათს რეპეტიციაზე ვატარებდი. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ტეილორი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპოზიტორია. ასე რომ, აუცილებლად მოვუსმენ მას. კოვიდის პერიოდში ძალიან მიყვარდა მისი ალბომების Folklore და Evermore მოსმენა.”
ტეილორ სვიფტის რიგით მეათე ალბომი უკვე პირველი ალბომი გახდა, რომელიც გამოშვებიდან პირველივე კვირაში შეერთებულ შტატებში მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.
რაც შეეხება ადელს, 2023 წლის გრემის დაჯილდოების წლის ალბომის ნომინაციაში, შესაძლოა, ისევ ბიონსეს შეხვდეს, როგორც ეს 2017 წელს მოხდა. მაშინ ჯილდო ადელმა მოიგო. სამადლობელ სიტყვაში კი აღნიშნა, რომ ბიონსე მისი ცხოვრების ხელოვანია.
ნახეთ ვიდეო, სადაც ადელი ტეილორ სვიფტზე საუბრობს.
📹 | Adele on Taylor Swift in a recent interview — “I think Taylor’s one of the greatest songwriters of our generation. I will definitely give it [#TSmidnighTS] a listen. She’s fun, she makes a release fun.” pic.twitter.com/KTotvFKLYE
— Taylor Swift News 🕰️ (@TSwiftNZ) October 26, 2022