კორეელი პოპ მომღერალი და მსახიობი ლი ჯიჰანი, სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს მომხდარი ჭყლეტის დროს დაიღუპა

24 წლის პოპ ვარსკვლავი პირველად 2017 წელს პოპულარულ საკონკურსო მუსიკალურ შოუ – Produce 101-ში გამოჩნდა, ასევე 2019 წელს კორეულ დრამაში Today Was Another Namhyun Day ითამაშა.

მომღერალი და მსახიობი ლი ჯიჰანი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის დროს დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ, ვარსკვლავის წარმომადგენლობითმა ორმა სააგენტომ: 935 Entertainment და 9Ato Entertainment, კვირას 30 აპრილს დაადასტურეს.

1998 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ლი ჯიჰანის პირველი ნაბიჯები კორეული სიმღერის კონკურსის Produce 101-ში მონაწილეობით დაიწყო, სადაც საუკეთესო 11 მონაწილეს ეძებდნენ.

2019 წელს კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ლიმ კორეულ დრამაში Today Was Another Namhyun Day-ში წარმატებით ითამაშა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოებთან 935 Entertainment და 9Ato Entertainment, რომლებიც სამხრეთ კორეაში მსახიობებს კარიერულ ზრდაში უწყობენ ხელს.

Produce 101-ის ყოფილმა კონკურსანტებმა პარკ ჰესოკმა და კიმ დოჰიუნმა თავიანთ ოფიციალურ ინსტაგრამზე თანაგრძნობა გამოხატეს მომღერლის და მსახიობის ლი ჯიჰანის გარდაცვალების გამო.

ლი ჯიჰანი ერთ-ერთია იმ 153 ადამიანს შორის, ვინც სეულში ჰელოუინის დროს ხალხმრავალი ინციდენტის დროს ჭყლეტაში მოხვდა და დაიღუპა. კორეის მთავრობამ ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ შემთხვევის ფონზე კი K-pop (კორეული პოპ) მუსიკის რამდენიმე ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო. ტრაგედიის შესახებ მწუხარება გამოთქვეს არტისტებმა PSY, ENHYPEN და სხვა ცნობილმა ხელოვანებმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანმა შვილები ჰელოუინისთვის 90-იანების მუსიკალურ ვარსკვლავებად გადააქცია

შემდეგი სტატია

,,ვარსკვლავებს მიღმა” ჩაკრულო და საქართველო-ამერიკის პარტნიორობა – კონცერტი ფილარმონიის სცენაზე 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი