Circus Mircus-ის კონცერტი MONO HALL-ში

4 ნოემბერს MONO HALL-ში, Circus Mircus-ის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსები აუდიტორიას ბევრ სიურპრიზის და სიახლეს ჰპირდებიან.

Circus Mircus 2020 წელს შეიქმენა, 2022 წელს კი საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა.

პროექტის ორიგინალური კონცეფციიდან გამომდინარე ჯგუფის წევრების ვინაობა თავდაპირველად უცნობი იყო. მათი ვინაობა ეტაპობრივად გაირკვა. ბენდის წევრები არიან, მუსიკოსები: ნიკა კოჩაროვი, სანდრო სულაქველიძე, არჩილ სულაქველიძე და შოთა დარახველიძე.

მუსიკალური პაუზის შემდეგ ჯგუფი Circus Mircus ახალი ენერგიით და შემართებით დაბრუნდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ მსმენელს სამი ახალი მუსიკალური და ერთი პრომო ვიდეო შესთავაზეს, რომელი სხვადასხვა არტისტებთან თანამშრომლობით შექმნეს.

Circus Mircus – ნიკა კოჩაროვი

ნიკა კოჩაროვი:მსმენელი ამ კონცერტზე ყველაფერ მოულოდნელს უნდა ელოდოს ჩვენგან, იქნებიან მოწვეული სტუმრები: დათო ჯიქია, ბექა თევდორაშვილი, გიორგი ცაგარელი, გია იაშვილი, ლუკა ნაჭყებია, სანდრო ბიბიჩა და კიდევ ბევრ საინტერესო სიურპრიზს შევთავაზებთ აუდიტორიას. გვეყოლება ისეთი სტუმრებიც, რომლებმაც ჯერ არც კი იციან, რომ ჩვენთან ერთად კონცერტზე დაუკრავენ.

გვაქვს ახალი სიმღერებიც რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვეცით. რამდენიმე ახალ სიმღერაზე გადავიღეთ კლიპიც. უნდა ითქვას, რომ კონცერტზე აქამდე არასდროს დაკრულა ეს კომპოზიციები და პირველად შესრულდება.“

Circus Mircus – სანდრო სულაქველიძე

სანდრო სულაქველიძე: „პირველი სოლო კონცერტი დედაენაში გვქონდა, თუმცა პირველი გრანდიოზული კონცერტი MONO HALL-ში 4 ნოემბერს იქნება. ეს არის ჩვენი მეხუთე ლაივ კონცერტი, შესაბამისად პირველად შესრულდება გარკვეული სიმღერები.“

ბენდის მიერ შექმნილი ახალი კლიპები თავისი ინდივიდუალური სტილით და დატვირთული სიმბოლოებით, ერთგვარი რეტროსპექტივაა ჯგუფის უახლესი შემოქმედებიდან. 

ნიკა კოჩაროვი:რაც შეეხება ალბომს, თითქმის მზად არის ყველაფერი, თუმცა როგორც ასეთი, ალბომად არ ვუშვებთ, ეს იქნება სინგლები, რომელზეც ჩვენ თავად, ჩვენივე ავტორობით ვიღებთ ვიდეო კლიპებს.“

Circus Mircus

4 ნოემბერს MONO HALL-ში Circus Mircus-ის კონცერტზე ბენდთან ერთად სხვადასხვა არტისტებთან თანამშრომლობით შექმნილი ახალი კომპოზიციები გაჟღერდება. მსმენელს კი, საინტერესო, სასიამოვნო და მუსიკალურად მრავალფეროვანი საღამო ელის.

ნახეთ, მათი ბოლო ვიდეო კლიპი: Circus Mircus – Lizard In A Fish Tank ft. Qaji Todia

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დავით მაღრაძის წიგნების პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსი, კორეულ პოპ ჯგუფ BTS-თან თანამშრომლობის და მისი ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი