,,Frienduh” ქართველი მუსიკოსების ახალი ნამუშევარია, რომლის შექმნის იდეაც გასულ ზაფხულს დაიბადა. სიმღერა კატო გიორგაძეს ეკუთვნის, არანჟირება კი – პაპუნა შარიქაძეს. მუშაობის დასაწყისშვე მუსიკოსების მთავარი სურვილი მსმენელისთვის განსხვავებული მუსიკის შეთავაზება იყო, ამიტომაც მუსიკას დრამი და ბასი დაამატეს.
,,მე და პაპუნა რომ ვმღერით, ეს პირველად ხდება. Ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ძალიან მიხარია. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, რომ მე მემღერა. მაგრამ გადავაბიჯე ჩემს კომპლექსებს და ვიმღერე. ვინერვიულე, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. ტექსტის ავტორი არის ჩემი მეგობარი თინა დონაძე, უნიჭიერესი მწერალი. Რთული პერიოდი რომ მქონდა, თინამ ეს ტექსტი მე მომიძღვნა. Გამოფხიზლდი, ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნებაო. Მეც გულით ვიმღერე. ნელ-ნელა, როცა მოვძებნეთ ფორმა, დავამატეთ ინსტრუმენტები: ლევან დეისაძე – ბასი და ზაზა ცერცვაძე – დრამი. ამის Შემდეგ გადავწყვიტეთ გვაჯისთან წაგვეღო ,,Lenø Records-ში”,– კატო გიორგაძე, მუსიკოსი.
კატო გიორგაძემ ინგლისურენოვანი სიმღერა პირველად შეასრულა და ეს მისთვის ახალი თავგადასავალი აღმოჩნდა.
,,ჩვენ ყოველთვის შემთხვევით გამოგვდის, მე და პაპუნა თან მეგობრები ვართ, როცა ერთად ვართ, სულ ვცდით-ვცდით, მერე თამაშ-თამაშში რამე გამოდის ხოლმე. კიდევ ასეთი შესაძლებლობა თუ მექნება, ძალიან გამიხარდება. Სიმღერა დაიდო და ჩემთვის კომპეტენტურმა პირებმა გააზიარეს სოციალურ ქსელში, გამიხარდა ეს ყველაფერი, მომეცა მოტივაცია, რომ კიდევ უფრო ბევრი ვიმუშაო ჩემს უნიჭიერეს მეგობრებთან ერთად”,- კატო გიორგაძე, მუსიკოსი.
კატო გიორგაძისა და პაპუნა შარიქაძის ნამუშევრის მოსმენას შეძლებთ აქ: