ელტონ ჯონი Roblox-ის ვირტუალურ სამყაროში

ელტონ ჯონი ტურნეს დასრულების შემდეგ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლებს.

მომღერალი ტურნეს ასრულებს და Roblox universe-ში თავის ვირტუალურ სივრცეს ქმნის.

თამაშში შესვლისას გეიმერებს ელტონ ჯონის მუსიკით და  ვიზუალით მისი პერსონაჟის შექმნა შეეძლებათ. ეს იქნება  ლეგენდარული პოპ ვარსკვლავის ცხოვრებაში ერთგვარი ციფრული მოგზაურობა. 

Beyond the Yellow Brick Road  კომპანია Rocket Entertainment და Universal Music Group-თან ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა.

„ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით. მასთან მუშაობისას ჩემი მიზანი იყო ელტონს ჰყოლოდა გლობალურად დიდი აუდიტორია. ელტონი ამთავრებს მის ფინალურ ტურნეს.  მოხარული ვართ, რომ ახალი პროექტის მონაწილენი  ვხდებით. Beyond the Yellow Brick Road-ს ხელახალი სიცოცხლე ეძლევა, ახალი თაობა  მის მუსიკას და სიმღერებს გაეცნობა და ეს მათთვის ერთგვარი შთაგონების წყაროც იქნება.“ – აღნიშნავს ლუისიან გრეინჯი – Universal Music Group-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

ვირტუალურ სივრცეში თამაში 3 ნოემბრიდან ჩაეშვა. თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ელტონის ავატარები, ვირტუალურ მაღაზიაში შეიძინონ მისი კოსტიუმები და ნივთები. 

ელტონ ჯონის გრანდიოზული ტურნე 2018 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება. Billboard Boxscore-ის მონაცემების მიხედვით მომღერლის „Farewell Yellow Brick Road“ ტურნეს შემოსავალი ამ ეტაპზე 661.3 მილიონი დოლარია. 9 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული 257 შოუს ფარგლებში ჯამში 4.5 მილიონი ბილეთი გაიყიდა.

Rocket Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ფურნიშის თქმით „ელტონი თაყვანისმცემლებს ტურნეს ფარგლებში Dodger Stadium-ზე დაემშვიდობება, თუმცა ჩვენ მოხარულები ვართ რომ Roblox-ში ელტონის მუსიკა და მემკვიდრეობა კვლავ გააგრძელებს მოგზაურობას მსოფლიოს გაახარებს.“

ეწვიეთ Roblox-ის გვერდს და შეიტყვეთ უფრო მეტი: roblox.com/eltonjohn

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელ უილიამსი, კორეულ პოპ ჯგუფ BTS-თან თანამშრომლობის და მისი ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

შემდეგი სტატია

Frienduh – კატო გიორგაძისა და პაპუნა შარიქაძის ახალი ნამუშევარი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი