ფესტივალი ბომბეიში Mahalaxmi Racecourse-ზე, 28-29 იანვარს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ბილეთების პლატფორმის და გასართობი ინდუსტრიის მსხვილი ინდური კომპანია BookMyShow და ცნობილი პროდიუსერები პერი ფარელი და C3 Presents-ი. ფესტივალი Lollapalooza ინდოეთში პირველად ჩატარდება, ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალი ჩატარდა სანტიაგოში, სან პაოლოში, ბუენოს-აიერესში, ბერლინში, პარიზში და სტოკჰოლმში.
სხვა ცნობილი შემსრულებლები, რომლებიც ფესტივალ Lollapalooza-ზე გამოვლენ არიან: Greta Van Fleet და The Wombats, Got7-ს ჯგუფის წევრი ჯეკსონ ვანგი, პოპ არტისტები – ალეკ ბენჯამენი, ჩელსეა კატლერი, Japanese Breakfast და რავენა, Cigarettes After Sex, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები და შემსრულებლები Apashe, Diplo, Imanbek, Kasablanca, Madeon და Zhu.
ფესტივალის გამომსვლელთა სიაშია ინდო-კანადელი რეპერი AP Dhillon-ია, რომელიც Spotify-ზე და Apple Music-ზე ინდოეთის ყველაზე მოსმენადი არტისტია. ასევე, რეპერი Divine და Prateek Kuhad, როკ ჯგუფი The Yellow Diary და მეტალ ჯგუფი Bloodywood, რომლის ალბომიც Rakshak ალბომების გაყიდვებით მარტში ბილბორდის ტოპ ასეულში მოხვდა.
Lollapalooza-ს ფესტივალზე ორმოცამდე არტისტი სამოცი ათასი მსმენელის წინაშე წარდგება. ბილეთების შეძენა საიტზე lollaindia.com უკვე დაწყებულია.
ნახეთ ფესტივალ Lollapalooza-ს მონაწილეები სრულად: