Frienduh – კატო გიორგაძისა და პაპუნა შარიქაძის ახალი ნამუშევარი 

,,Frienduh” ქართველი მუსიკოსების ახალი ნამუშევარია, რომლის შექმნის იდეაც გასულ ზაფხულს დაიბადა. სიმღერა კატო გიორგაძეს ეკუთვნის, არანჟირება კი – პაპუნა შარიქაძეს. მუშაობის დასაწყისშვე მუსიკოსების მთავარი სურვილი მსმენელისთვის განსხვავებული მუსიკის შეთავაზება იყო, ამიტომაც მუსიკას დრამი და ბასი დაამატეს. 

,,მე და პაპუნა რომ ვმღერით, ეს პირველად ხდება. Ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ძალიან მიხარია. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, რომ მე მემღერა. მაგრამ გადავაბიჯე ჩემს კომპლექსებს და ვიმღერე. ვინერვიულე, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. ტექსტის ავტორი არის ჩემი მეგობარი თინა დონაძე, უნიჭიერესი მწერალი. Რთული პერიოდი რომ მქონდა, თინამ ეს ტექსტი მე მომიძღვნა. Გამოფხიზლდი, ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნებაო. Მეც გულით ვიმღერე. ნელ-ნელა, როცა მოვძებნეთ ფორმა, დავამატეთ ინსტრუმენტები: ლევან დეისაძე – ბასი და ზაზა ცერცვაძე – დრამი. ამის Შემდეგ გადავწყვიტეთ გვაჯისთან წაგვეღო ,,Lenø Records-ში”,– კატო გიორგაძე, მუსიკოსი. 

კატო გიორგაძე

კატო გიორგაძემ ინგლისურენოვანი სიმღერა პირველად შეასრულა და ეს მისთვის ახალი თავგადასავალი აღმოჩნდა. 

,,ჩვენ ყოველთვის შემთხვევით გამოგვდის, მე და პაპუნა თან მეგობრები ვართ, როცა ერთად ვართ, სულ ვცდით-ვცდით, მერე თამაშ-თამაშში რამე გამოდის ხოლმე. კიდევ ასეთი შესაძლებლობა თუ მექნება, ძალიან გამიხარდება. Სიმღერა დაიდო და ჩემთვის კომპეტენტურმა პირებმა გააზიარეს სოციალურ ქსელში, გამიხარდა ეს ყველაფერი, მომეცა მოტივაცია, რომ კიდევ უფრო ბევრი ვიმუშაო ჩემს უნიჭიერეს მეგობრებთან ერთად”,- კატო გიორგაძე, მუსიკოსი.    

კატო გიორგაძისა და პაპუნა შარიქაძის ნამუშევრის მოსმენას შეძლებთ აქ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონი Roblox-ის ვირტუალურ სამყაროში

შემდეგი სტატია

Imagine Dragons - ფოტო: ნილ კრუგი

Imagine Dragons და The Strokes  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე,  Lollapalooza -ზე ინდოეთში, (ქალაქ ბომბეიში) მთავარ გამომსვლელად წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი