აარონ კარტერი, მომღერალი და ჯგუფ Backstreet Boys-ის წევრის, ნიკ კარტერის ძმა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

მისი ალბომი Aaron’s Party (Come and Get It) 2000 წელს გამოვიდა, როცა მან ბრიტნი სპირსთან და Backstreet Boys-თან ერთად ტურნე მოაწყო.
აარონ კარტერი

აარონ კარტერი – მომღერალი, მსახიობი და Backstreet Boys-ის ვარსკვლავის ნიკ კარტერის უმცროსი ძმა –  34 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ფაქტი მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ლოს ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ საეჭვო გარდაცვალება კარტერის საცხოვრებელ ადგილას დაფიქსირდა.

აარონ კარტერი 1987 წლის 7 დეკემბერს დაიბადა. მისი შემოქმედებითი სტარტი 1997 წელს Backstreet Boys-ის ტურნეზე შედგა. ამავე წელს გამოვიდა კარტერის პირველი ალბომი. ამას მოჰყვა ალბომი Aaron’s Party (Come and Get It), რომელიც 2000 წელს გამოვიდა და სწორედ მისით გაიხსნა ბრიტნი სპირსისა და Backstreet Boys-ის ტურნე. 

კარტერის მესამე ალბომმა Oh Aaron 2001 წელს პლატინის სტატუსი მოიპოვა. Მას შემდეგ მომღერლის კიდევ 2 ალბომი გამოვიდა. 

კარტერმა ბედი სამსახიობო მიმართულებითაც სცადა. ის გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუსა და ფილმებში, როგორებიცაა Lizzie McGuire, Fat Albert, Supercross და სხვა. 2001 წელს მისი დებიუტი ბროდვეიზეც შედგა. 

მისი სატელევიზიო კარიერა მოიცავს „რეალითი” შოუს House of Carters,  სადაც ის თავის და-ძმასთან ნიკ, ლესლი, ენჯელ და B.J კარტერებთან ერთად მონაწილეობდა.  2012 წელს ლესლი 25 წლის ასაკში ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა.

2009 წელს კარტერმა მონაწილეობა მიიღო ABC-ს პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა, ასევე 2012 წელს კულინარიულ შოუში. 

მომღერალი მუდმივად იყო ჭორების ეპიცენტრში და ჟურნალების გარეკანებზე მისი პირადი ცხოვრების გამო. 2021 წელს მას მელანი მარტინთან ვაჟი შეეძინა.

Წლების განმავლობაში ვარსკვლავი ნივთიერებაზე დამოკიდებულებას ებრძოდა და ამაზე ღიად საუბრობდა. 2022 წლის სექტემბერში მან განაცხადა, რომ მეხუთედ აპირებდა რეაბილიტაციის კურსის გავლას იმისთვის, რომ საკუთარ ვაჟზე მეურვეობის უფლება აღედგინა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც იუთუბზე გამოქვეყნდა, კარტერი ამბობდა, რომ მადლობელი იყო წარსული წარმატებისთვის და იმედიანად იყო განწყობილი მომავლის მიმართ. თუმცა აღნიშნავდა, რომ სახელის მოხვეჭა მას აღარ ადარდებდა.

„ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამ ყველაფრით და დავბრუნდი, რომ იგივე გავაგრძელო. ვარსკვლავობა მართლა აღარ მაინტერესებს. მე უკვე ძალიან ბევრი რაღაც გამოვიარე ამ ინდუსტრიაში – სახელი, დიდება, აღმასვლა და დაღმასვლა. ეს ყველაფერი „ამერიკული მთებივითაა”. მე მომღერალი ვარ, კომპოზიტორი და შემსრულებელი. ესაა, რასაც ვაკეთებ და ამაზე უარს არასდროს ვიტყვი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ ჯონ კომბსი 2022 წელს, BET Awards-ზე Microsoft Theatre-ში

Diddy-მ საკუთარ თავს დაბადების დღე მიულოცა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი დოკუმენტური ფილმის “My Mind & Me” გამოსვლის შემდეგ სელენა გომესით ამაყობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი