Spice Girls ჯერი ჰოლიუელის 50-ე დაბადების დღეზე შეიკრიბა

„მთელი ცხოვრების მეგობრობა”, – დაწერა დევიდ ბექჰემმა.
Spice Girls
Dave M. Benett/Getty Images

Spice Girls-ის 4 წევრი ჯერი ჰოლიუელის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბა. 

ვიდეოში, რომელიც დევიდ ბექჰემმა გადაიღო, მისი მეუღლე ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, და მელ სი იუბილართან ერთად ცეკვავენ თავიანთ 1996 წლის ჰიტზე “Say You’ll Be There.”

„განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ჯერის დაბადების დღეს და კიდევ უფრო განსაკუთრებულია გოგონების ამ მომენტის გადაღება… მთელი ცხოვრების მეგობრობა”, – დაწერა ფეხბურთელმა მის მიერ დადებულ ვიდეოზე. იქვე მონიშნა მელ ბი, რომელიც წვეულებას არ ესწრებოდა.

ჯინჯერ სფაისი, როგორც მას ზედმეტსახელად ეძახდნენ, 50 წლის აგვისტოში გახდა. მაგრამ დაბადების დღის აღნიშვნა მან ჯგუფის 1997 წლის ალბომის “Spiceworld” გამოშვების თარიღს დაამთხვია. ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის Spice Girls-მა სიმღერაზე Say You’ll Be There ვიდეოკლიპის ახალი ვერსია გამოუშვეს, რომელიც მანამდე გამოუქვეყნებელი კადრებითაა შექმნილი. 

Ნახეთ გოგონების ცეკვის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რომეო, ჯულიეტა და რედიოჰედი, ანუ – „რედიო და ჯულიეტა”

შემდეგი სტატია

ჯონ ლენონი, 1973 წელი, ნიუ იორკი. მაიკლ ოქსის არქივი/ Getty Images

ჯონ ლენონის მკვლელის აღიარება: „ჩემს გულში ბოროტება იჯდა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი