ახალ ბიოგრაფიულ ფილმზე “Weird: The Al Yankovic Story” საუბრისას მუსიკოსმა განმარტა, თუ რატომ უნდოდა, რომ მისი როლი ჰარი პოტერის ვარსკვლავს შეესრულებინა. „Მას სწორი ენერგია აქვს ამისთვის”, – განაცხადა იანკოვიჩმა. „დენის დიდი ფანი ვარ. ის შესანიშნავად ახერხებს დრამატული და კომედიური როლების შესრულებას. ვიცი, რომ კომედიის დიდი ფანია. ჩემნაირია და ვგრძნობდი, რომ ზუსტად შეასრულებდა იმას, რაც ამ ფილმში გვინდოდა.”
იანკოვიჩისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ რედკლიფი მას ფიზიკურად არ ჰგავდა. Რადგან ფილმი ბიოგრაფიული ფილმის პაროდია უნდა ყოფილიყო, მისთვის ფიზიკურ მსგავსებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ხასიათის დაჭერა იყო. „Მე ვიფიქრე, რომ მას ზუსტად შეეძლო ამ ხასიათის დაჭერა.”
რედკლიფი კი ამბობს, რომ სანამ სცენარი არ წაიკითხა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ფილმი პაროდია უნდა ყოფილიყო. წაკითხვის შემდეგაც კი არ ეგონა, რომ ამ როლზე განიხილებოდა.
„მე უკვე ვიყავი ალის ფანი და ცოტა დავიბენი, მისი როლის შესრულება რომ მთხოვეს, რადგან ფიზიკურად არ ვგავარ მას. მაგრამ დიდი დრო არ დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს ფილმი პაროდია უნდა ყოფილიყო და მივხვდი, რომ ჩვენ სულ სხვა რამის გაკეთებას ვაპირებდით.”