ბრიტნი სპირსმა ვარაუდებს მის ბიოგრაფიულ ფილმზე წერტილი დაუსვა. „ვიცი, რომ ამ კვირაში ძალიან ბევრს ვპოსტავ ინსტაგრამზე… თუმცა სახალისოა. ახლა ვსუნთქავ… მაქვს დრო…ახლა სხვანაირადაა!!! და ეს მომწონს. გავიგე, რომ ადამიანებს ჩემი ცხოვრების შესახებ ფილმების გადაღება უნდათ. ხალხო, მკვდარი ხომ არ ვარ!!!” – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.
განცხადება სპირსმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დრიუ ბერიმორის შოუში მილი ბობი ბრაუნმა თქვა, რომ ბრიტნი სპირსის განსახიერება მისი საოცნებო როლია. „პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მისი ამბავი მე მეხმაურება. მე არ ვიცნობ მას, მაგრამ როცა ფოტოებზე ვუყურებ, მგონია, რომ მის ამბავს ძალიან სწორად მოვყვები. მხოლოდ მის ამბავს.”
ამავე პოსტში ბრიტნი თავის ოჯახსაც შეეხო, რომლის კონტროლის ქვეშაც 13 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. „თუმცა ფაქტია, რომ მათ მკვდარი ვერჩივნე.”
წაიკითხეთ ბრიტნი სპირსის პოსტი.