თვეზე ცოტა მეტი რჩება ფილმის I Wanna Dance With Somebody გამოსვლამდე და ინტერნეტში მისი მეორე ტრეილერი ვრცელდება. ტრეილერში ჰიუსტონი, რომელსაც ნაომი ეკი ასახიერებს, მასზე და მის მუსიკაზე კრიტიკას პასუხობს. აქვე ჩანს მისი გამოსვლა 1991 წლის სუპერ თასზე და დაპირისპირება მამასთან.
ტრეილერი იწყება სცენით, სადაც რადიოწამყვანი ჰიუსტონს ეკითხება:
– გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ თქვენი მუსიკა არ არის საკმარისად „შავი”.
– ეს ვინ თქვა? სისულელეა! ეს ძალიან მაბრაზებს, რადგან ზიზღითაა სავსე. მთელი ცხოვრება მესმის: „ის არ არის საკმარისად შავკანიანი.” „ის არ არის საკმარისად თეთრკანიანი.” და იმაზე რაღას იტყვით: „ის არ არის საკმარისად მორჩილი.” „ის არ არის საკმარისად მშიშარა…” მუსიკას ჩემთვის ფერი არ აქვს. არც საზღვრები. მე ვმღერი იმას, რაც მინდა. ვარ, როგორიც მინდა და ხმას ვაწვდენ, რაც შემიძლია დიდ აუდიტორიას.
შემდეგ არის კამათის სცენა მამასთან, ჯონ ჰიუსტონთან, რომლის როლსაც კლარკ პიტერსი ასრულებს. ტრეილერს ფონად მომღერლის საკულტო სიმღერა I Will Always Love You გასდევს.
ფილმი კინოეკრანებზე 21 დეკემბერს გამოვა. იხილეთ მისი მეორე ტრეილერი