ფილმის I Wanna Dance With Somebody ტრეილერში უიტნი ჰიუსტონი საკუთარ მუსიკას იცავს 

ტრეილერში ჩანს მომღერლისა და მამამისის დაპირისპირებაც

თვეზე ცოტა მეტი რჩება ფილმის I Wanna Dance With Somebody  გამოსვლამდე და ინტერნეტში მისი მეორე ტრეილერი ვრცელდება. ტრეილერში ჰიუსტონი, რომელსაც ნაომი ეკი ასახიერებს, მასზე და მის მუსიკაზე კრიტიკას პასუხობს. აქვე ჩანს მისი გამოსვლა 1991 წლის სუპერ თასზე და დაპირისპირება მამასთან. 

ტრეილერი იწყება სცენით, სადაც რადიოწამყვანი ჰიუსტონს ეკითხება: 

– გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ თქვენი მუსიკა არ არის საკმარისად „შავი”.

– ეს ვინ თქვა? სისულელეა! ეს ძალიან მაბრაზებს, რადგან ზიზღითაა სავსე.  მთელი ცხოვრება მესმის: „ის არ არის საკმარისად  შავკანიანი.”  „ის არ არის საკმარისად თეთრკანიანი.” და იმაზე რაღას იტყვით: „ის არ არის საკმარისად მორჩილი.” „ის  არ არის საკმარისად მშიშარა…” მუსიკას ჩემთვის ფერი არ აქვს. არც საზღვრები. მე ვმღერი იმას, რაც მინდა. ვარ, როგორიც მინდა და ხმას ვაწვდენ, რაც შემიძლია დიდ აუდიტორიას.

შემდეგ არის კამათის სცენა მამასთან, ჯონ ჰიუსტონთან, რომლის როლსაც კლარკ პიტერსი ასრულებს. ტრეილერს ფონად მომღერლის საკულტო სიმღერა I Will Always Love You გასდევს.

ფილმი კინოეკრანებზე 21 დეკემბერს გამოვა. იხილეთ მისი მეორე ტრეილერი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვახტანგ მაჭავარიანის 70 წლის იუბილე ოპერისა და ბალეტის თეატრში

შემდეგი სტატია

Lolahol - ფოტო - ანნა პოლაკი

მადონას ქალიშვილი, ლოლა ლეონი ახალ სადებიუტო მუსიკალურ პროექტ Go-ს უშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი