9 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვახტანგ მაჭავარიანის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე მაესტროს ნაწარმოებებთან ერთად გერმანელი კომპოზიტორის, ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერის უკვდავი ქმნილებები შესრულდა. Შედგა ვახტანგ მაჭავარიანის ორი ნაწარმოების პრემიერა.
,,ვემზადებოდით ძალიან მედგრად. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მომღერლების მოწადინება, მათი შრომა და გარჯა. მათ Ძალიან მოკლე ხანში მოუხდათ ჩემი ოპერის, ,,რიჩარდ მესამეს” პირველი სცენის შესწავლა. მოკლე დროის გამო, გარკვეული შეკვეცების გაკეთებაც მოგვიხდა. ეს პირველი სცენა Საკმაოდ მოცულობითი მასალა იყო. Მე შექსპირს ვერ შევკვეცავდი, გამოვიდა მოცულობითი. იმისათვის რომ მოესწროთ, შეკვეცა მაინც მოგვიხდა. Როგორც მესმის და ვუყურებ, ამან დრამატურგიაზე არ იმოქმედა ცუდად. Სრულდება ჩემი „შთაბეჭდილებები 2020” პანდემიის თემით მოსული. Ნაწარმოებს 7 მუსიკოსი 10 ინსტრუმენტზე უკრავს, ასევე, არის ალფა, ჩელესტა და ფორტეპიანო. არის ორი სოლისტი – ალტისტი და მეცო სოპრანო. გამოყენებულია ვაჟა ფშაველას გენიალური ლექსი, ,,სად არის ქრისტე და მისი სწავლა”. ეს რომ წავიკითხე მივხვდი, პანდემიას ყველზე მეტად ეთანხმებოდა,”- ვახტანგ მაჭავარიანი, პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ მეგი ჩიხრაძე, ირაკლი მურჯიკნელი, მილენა ტალახაძე, იოანე ტუღუში, გიორგი ლომისელი და გოჩა დათუსანი.
,,მინდა იუბილე მივულოცო ბატონ ვახტანგ მაჭავარიანს, რომლის ოპერა ,,რიჩარდ მესამე” დღეს პირველად გაჟღერდა, მე კლარენსის პარტია შევასრულე. Მოხარული ვარ, რომ ისეთ დამსახურებულ და ნიჭიერ კომპოზიტორთან და დირიჟორთან ერთად მომიწია მუშაობა, როგორიც ბატონი ვახტანგია. ვფიქრობ, მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. ბატონი ვახტანგი ტრადიციების მატარებელი პიროვნებაა, შემოქმედებითადაც ასე შევაფასებდი. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის მასთან მუშაობა.”- გიორგი ლომისელი, ბარიტონი.
,,ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია როგორც დირიჟორი დგას სადირიჟორო პულტთან, გამოირჩევა მშვენიერი, სულის სიღრმემდე ჩამწვდომი საავტორო საკომპოზიტორო ნაწარმოებებით, როგორც ვოკალური, ისე – სიმფონიური. მაესტროს ფართო თვალსაწიერი აქვს სხვადასხვა საშემსრულებლო პრაქტიკაში და ეს ეტყობა კიდეც ყოველ პროგრამას, რომელსაც იგი საქართველოში გვთავაზობს ხოლმე საკონცერტო შესრულებით. Მინდა აღვნიშნო ოპერის ის პირველი სცენა, რომელშიც მე როგორც მომღერალი ვმონაწილეობ ჩემს კოლეგებთან ერთად, ეს არის შექსპირის ტრაგედიის ,,რიჩარდ მესამეს” ლიბრეტოს მიხედვით შექმნილი ოპერა, რომელიც ივანე მაჩაბლის თარგმანს ეფუძნება. ოპერა არის ნამდვილად შთამბეჭდავი და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით მთლიანად ვერ ხერხდება ამ ოპერის დადგმა. დარწმუნებული ვარ, ეს პირველი სცენა, რომელიც დღეს შესრულდა, დიდ ინტრიგას დატოვებს და ამ ოპერის მთლიანად გაჟღერების აუცილებლობას დღის წესრიგში მალე დააყენებს.”- მეგი ჩიხრაძე, სოპრანო.
,,ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგს. Მართლა ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტში მონაწილეობა. მაესტრომ სექტემბრის დასაწყისში დამირეკა და არც დავფიქრებულვარ, დავუდასტურე, რომ აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. თავად იყავით კონცერტზე, საკმაოდ კარგად ჩაიარა ყველაფერმა და ახალი ნაწარმოებიც შესრულდა და მოისმინეთ. ჩვენ სცენიდან მივულოცეთ ვახტანგ მაჭავარიანს და ახლა აქედანაც მივულოცავ მაესტროს 70 წლის იუბილეს.”- ირაკლი მურჯიკნელი, ოპერის თეატრის სოლისტი.
ვახტანგ მაჭავარიანის საიუბილეო საღამოსთვის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერის ,,პარსიფალი” საქართველოში პირველად გაჟღერდა.
,,150 წელი გავიდა რაც ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერის ,,პარსიფალი” პირველად შესრულდა. მსოფლიოს ყველა თეატრში დაიდგა, ორკესტრებში სრულდებოდა და სრულდება, საქართველოში ესეც პრემიერა გამოდის – ,,Პარსიფალის” პრელუდი საქართველოში პირველად შესრულდება. Ამასთან შესრულდება რიხარდ ვაგნერის უვერტიურა ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები”, სადაც დაპირისპირებაა ღვთიურ შემოქმედებას შორის და მწიგნობარ, ჩხირკედელაობით გატაცებულ ეგრეთ წოდებულ მუსიკოსებს შორის, ეს მთელ ოპერაში იგრძნობა. აი, ასეთი კონცერტი გვაქვს და ძალიან მადლობელი ვარ ოპერის, ოპერის თეატრის მთელი დასის, რომლებიც ამ იდეაში და ამ კონცერტში გვერდში ამომიდგნენ”,- ვახტანგ მაჭავარიანი.