Youtube-ზე Gotye-ს სიმღერას – Somebody That I Used to Know-ს ორი მილიარდი ნახვა აქვს

მუსიკალური ჰიტი Somebody That I Used to Know 2012 წელს ბილბორდის საუკეთესო ასეულში მოხვდა.
Gotye და Kimbra - სიმღერით Somebody That I Used To Know
Gotye და Kimbra – სიმღერით Somebody That I Used To Know

ბელგიელმა მუსიკოსმა Gotye-მ, სიმღერა – Somebody That I Used to Know პოპ მომღერალ Kimbra-თან თანამშრომლობით  11 წლის წინ შექმნა. ვიდეო კლიპმა YouTube-ზე, ორი მილიარდი ნახვა დააგროვა.

2012 წელს გამოსული სიმღერა აპრილიდან-ივნისის თვემდე, მთელი რვა კვირის განმავლობაში ბილბორდის საუკეთესო ასეულში ლიდერობდა. სიმღერამ მოიპოვა გრემი, როგორც წლის საუკეთესო ჩანაწერი და როგორც, საუკეთესო პოპ დუეტი. Gotye-ის ალბომმა Making Mirrors-მა კი,  საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ჯილდო მიიღო.

სიმღერის Somebody That I Used to Know-ს ოფიციალურ გამოსვლამდე, მისი აუდიო ვერსიის მოსმენა ავსტრალიაში, ბელგიაში და ჰოლანდიაში iTunes-ზეც იყო შესაძლებელი. 

„სიმღერის ნახვებზე და მის გაზიარებაზე iTunes-მა YouTube-მა და Facebook-მა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. ასე რომ, რამდენიმე ასეული მილიონი ნახვით, მუსიკალური კლიპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ვიდეო კლიპად იქცა“. – აღნიშნა არტისტმა Billboard-თან საუბრისას.

ნახეთ ვიდეო-კლიპი: Somebody That I Used to Know

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lolahol - ფოტო - ანნა პოლაკი

მადონას ქალიშვილი, ლოლა ლეონი ახალ სადებიუტო მუსიკალურ პროექტ Go-ს უშვებს

შემდეგი სტატია

რიანა დედობის საუკეთესო მხარეებზე საუბრობს. „ის საოცარია”, – ამბობს მომღერალი საკუთარ ვაჟზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი