კელი კლარკსონმა Florence + the Machine-ის სიმღერის შესრულებით Twilight-ის ნოსტალგია მოიტანა

სიმღერა Twilight Saga: Eclipse-ის საუნდტრეკია

კელი კლარკსონმა თავის შოუში Twilight-ის საუნდტრეკი გააცოცხლა. სიმღერას “Heavy In Your Arms” Florence + the Machine ასრულებს.

წითლად განათებული სცენის ცენტრში მდგარი სამგზის გრემის მფლობელი მომღერლის ვოკალი იმდენად ძლიერად ჟღერდა, ნამდვილად არ გასჭირვებია დასარტყამი ინსტრუმენტების, სინთეზატორისა და გიტარების ხმაზე დომინირება. 

სიმღერა “Heavy In Your Arms” 2010 წელს გამოვიდა, როგორც Twilight-ის მესამე ფილმის საუნდტრეკი და ბილბორდის 200-ში მეორე ადგილიც დაიკავა.  „ვგრძნობდი, რომ ეს სიმღერა ფილმისთვის ძალიან ძლიერი თემა იყო”, – ამბობდა ბენდის სოლისტი ფლორენს უელჩი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კელი კლარკსონი თავისი შოუს კარაოკეს Florence + the Machine-ს უძღვნის. არც ამ სიმღერის შესრულება აღმოჩნდა მომღერლისთვის ახალი. როგორც კომენტარებში კლარკსონის ფანები წერენ, მან Twilight-ის საუნდტრეკი 2012 წლის ტურნეზეც შეასრულა. რამდენიმე თვის წინ კი თავის თოქ-შოუში ფლორენს უელჩის 2010 წლის ჰიტი “Dog Days Are Over” იმღერა. 

ნახეთ “Heavy In Your Arms” კელი კლარკსონის შესრულებით

 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

იოჰან სებასტიან ბახისა და მისი რჩეული კომპოზიტორების ნაწარმოებები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაჟღერდა

შემდეგი სტატია

უყურეთ 2022 წლის EMA-ს გამოსვლებს: Muse, Gorillaz, GAYLE და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი