ნახეთ, რა თქვა ლინდსი ლოჰანმა შესაძლო ახალი ალბომის შესახებ

მომღერლის და მსახიობის ლინდსი ლოჰანის ბოლო ალბომის – A Little More Personal-ის, გამოსვლიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა.
ლინდსი ლოჰანი, ჯიმი ფელონის The Tonight Show-ზე. 2022 წლის 10 ნოემბერი. ფოტო: ტოდ ოუიანგი
ლინდსი ლოჰანი, ჯიმი ფელონის The Tonight Show-ზე. 2022 წლის 10 ნოემბერი. ფოტო: ტოდ ოუიანგი

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ლინდსი ლოჰანი Netflix-ის ახალ ფილმში სახელწოდებით Falling for Christmas-ში გამოჩნდა.

ლოჰანის გულშემატკივრებს აინტერესებთ, აპირებს თუ არა ვარსკვლავი ახალი ალბომის გამოშვებას. მისი ბოლო ალბომი A Little More Personal (Raw) – 2005 წელს გამოიცა. მას შემდეგ ჩვიდმეტი წელი გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლინდსიმ 2020 წელს, სინგლი Back to Me გამოსცა, თუმცა მის ერთ-ერთი ინტერვიუს მიხედვით მომღერალი ახალი სიმღერების გამოშვებას დიდად არ ჩქარობს.

„თუ ჩემგან სიმღერას მოისმენთ, დიდი იმედი მაქვს, ეს კინო მიუზიკლში იქნება. მე უამრავი სიმღერა შევქმენი, რომელიც თაროზეა შემოწყობილი და იცდის, შესაძლოა ხუთი წლის შემდეგ მართლა შევქმნა მომდევნო ალბომი.“ – განმარტა ლოჰანმა.

მომღერალი წლის დასაწყისში ფინანსისტ ბადერ შამასზე დაქორწინდა. მანამდე კი, 2014 წელს, საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა, სადაც პაპარაცების საქმიანობა უკანონოდ ითვლება. “მე ვიპოვე წმინდა სივრცე, სადაც შემიძლია ჩემი  საქმის კეთება, ისე რომ არავინ მაწუხებს.“ – ამბობს ლოჰანი.

ლინდსიმ კინოში დაბრუნებაზე ისაუბრა. მან მონაწილეობა მიიღო ფილმში Falling for Christmas. „მინდოდა ისეთი რამე გამეკეთებინა, საიდანაც ხალხი შეიტყობდა, რომ მე არ მიმიტოვებია ჩემი კარიერა. ბევრი ადამიანი მსგავს სიტუაციას ხმაურიანად იყენებს და ამას „დიდ დაბრუნებას“ უწოდებს. თუმცა, მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც მსგავსი ყურადღება სურს“.

ფილმი Falling for Christmas, შეგიძლიათ Netflix-ის სტრიმინგ პლატფორმაზე იხილოთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე, 2014 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

ბიონსეს სტილისტმა მომღერლის ერთ-ერთი ჩაცმულობა Met Gala-ზე დაიანა როსის პატივსაცემად შექმნა

შემდეგი სტატია

„ბაროკოს მუსიკის ფესტივალი“

„თბილისის ბაროკოს ფესტივალი” და ბახის საყვარელი კომპოზიტორის – ზელენკას მუსიკა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი