„მუსიკა ჩემი ენაა, რომლის საშუალებითაც ვამყარებ კომუნიკაციას ხალხთან და ჩემ თავს გამოვხატავ.“ – ჯუდით ჰილის ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან

გრემის გამარჯვებული მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტიინსტრუმენტალისტი ჯუდით ჰილი 18 ნოემბერს „რესპუბლიკაში“ კონცერტით წარდგა.
ჯუდით ჰილის კონცერტი „რესპუბლიკაში“
ჯუდით ჰილის კონცერტი „რესპუბლიკაში“

ჯუდითს ძლიერი ვოკალის მქონე ვარსკვლავს უწოდებენ. მას მუსიკალურ სფეროში, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრების გამოცდილება აქვს. მისი დედა – მიჩიკო ჰილი, იაპონელი პიანისტია, ხოლო მამა – რობერტი ლიი, აფროამერიკელი გიტარისტი. ჯუდითი პატარა ასაკიდანვე ფორტეპიანოს სწავლობდა და გიტარაზე საოცრად უკრავს. მისი ბენდის წევრები კი, სწორედ მისი მშობლები არიან, მათი სცენაზე ერთად ხილვა მსმენელს საოცარი ენერგიით მუხტავს და ემოციებით ავსებს.

ჯუდით ჰილის კონცერტი „რესპუბლიკაში“

„ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია, მუსიკა ხომ ადამიანის ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია. ჩემთვის, ეს ჩემი ენაა, რომლის საშუალებითაც ვამყარებ კომუნიკაციას ხალხთან, გამოვხატავ ჩემს თავს. მუსიკა ერთგვარი ბრძოლის  იარაღია.  ჩემი შთაგონების წყარო და  გრძნობების და ემოციების გადმოცემის ჩემი ინსტრუმენტი. სამყაროში უამრავი რამ არსებობს, სადაც მუსიკა დიდ როლს ასრულებს.“– ამბობს ჯუდით ჰილი ბილბორდ საქართველოსთან საუბრისას.

მომღერალს ნამუშევარი აქვს ისეთ ნიჭიერ და საქვეყნოდ აღიარებულ შემსრულებლებთან როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი სტივი უანდერი, ელტონ ჯონი, პრინსი, რობი უილიამსი, კაროლ კინგი, რინგო სტარი, ჯონ ლეჯენდი.

მისი ყველაზე გამორჩეული დუეტი მაიკლ ჯექსონთან შესრულებული სიმღერაა სახელწოდებით:  I Just Can’t Stop Loving You, რომელიც მათ This Is It ტურნეს ფარგლებში უნდა ემღერათ. ტურნე მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების გამო გაუქმდა. შემდეგ ჯუდითმა პირველი სინგლი I Will Always Be Missing You გამოუშვა, რომელიც ჯექსონს მიუძღვნა.

“უამრავი რამ მაკავშირებს უდიდეს არტისტებთან. ისინი იმ პერიოდიდან არიან, როდესაც ისტორიულად მუსიკაში ერთდროულად ძალიან ბევრი არტისტი ლიდერობდა. მათი ლიდერობა იმდენად ძლიერი, დინამიკური და ენერგიული იყო, რომ ეს სხვებსაც შთაგონების წყაროს აძლევდა. მათთან ერთად სცენაზე ყოფნა და ამ ძალის შეგრძნება მეც მაძლიერებდა და ინსპირაციას მაძლევდა. ეს ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა იყო. ვფიქრობ ნამდვილად ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ ამით.“

ჯუდით ჰილი

ჯუდითმა 2013 წელს ამერიკულ შოუ The Voice-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ოთხივე  მწვრთნელის (ადამ ლევინის, შაკირას, ბლეიკ შელტონის და აშერის) მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. ჯუდითი შოუში მიღებულ გამოცდილებას სახალისოს და საინტერესოს უწოდებს.

„Voice-საკმაოდ სახალისო იყო, ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს ხომ სატელევიზიო „რეალითი“ შოუა, სადაც შენ ფორმულირება უნდა გაუკეთო შენ პერსონაჟს. ამ შოუში ყოფნით, საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი. ეს ჩემთვის საინტერესო იყო, რაღაც სოციალურ ექსპერიმენტს ჰგავდა.“

არტისტის თქმით, სხვადასხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არის.

„კონკრეტულად შეიძლება მხედველობაში არავინ  მყავდეს, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ვითანამშრომლო. ძალიან მინდა პროექტები აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში გავაკეთო, რათა იმ ქვეყნის მუსიკოსების გამოცდილებაც გავიზიარო. მუსიკა ხომ ნამდვილი დღესასწაულია.“

მოისმინეთ სიმღერა ჯუდით ჰილის ბოლო ალბომიდან Baby, I’m Hollywood –  God Bless The Mechanic

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შენაია ტვეინი და ჰარი სტაილი Coachella-ს ფესტივალზე, 2022 წლის 15 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური

შენაია ტვეინის თქმით, ჰარი სტაილთან თანამშრომლობა მისი ოცნება იქნებოდა „დარწმუნებული ვარ ეს ჯადოსნობა მოხდება“

შემდეგი სტატია

,,კესანები” – მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში

შეიძლება დაგაინტერესოთ

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.
მეტი

Iveria Beach-ის ზაფხულის მუსიკალური სეზონი დაიწყო – მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე არტისტი BONDI წარდგება

Iveria Beach მთელი სეზონის განმავლობაში დატვირთულია მუსიკალური საღამოებით, რომელთა დროსაც აუდიტორიის განწყობაზე ზრუნავენ ცნობილი და გამორჩეული უცხოელი თუ ადგილობრივი არტისტები.
მეტი
Incognito ფოტო: გიო მაჭავარიანი

ლეგენდარული ბენდი INCOGNITO Republic Event Hall-ის სცენაზე წარდგა

„იმ გახლეჩილ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. სადაც ვმოგზაურობთ, სადაც ჩავდივართ და ვისთანაც კომუნიკაციას ვამყარებთ, ერთი რაღაცის საერთო ნაწილი ვხდებით. ბენდი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მუდამ იქნება ხალხი ვინც კვლავ იგრძნობს ამ ბენდის გულსა და სულს“.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი