მეტალიკას კონცერტი Helping Hands პირდაპირი ეთერით გადაიცემა

შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება
მეტალიკა
Ross Halfin

მეტალიკას საქველმოქმედო კონცერტი Helping Hands წელს კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება. ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Paramount+-სა MTV-ის იუთუბ არხზე. „ერთი სული გვაქვს, ვიზეიმოთ All Within My Hands-ის წლევანდელი მიღწევები Helping Hands-ის კონცერტითა და აუქციონით. გვიხარია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ჩვენი მეგობრების წყალობით!” დაწერა ბენდმა ინსტაგრამ პოსტში.

შოუ ლოს ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში 16 დეკემბერს გაიმართება და მას ჯიმი კიმელი წარუძღვება. ბილეთები უკვე სრულად გაყიდულია. 5 დეკემბერს კი სტარტს აიღებს საქველმოქმედო აუქციონი.

მეტალიკას ფონდი All Within My Hands მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მხოლოდ მიმდინარე  წელს ფონდმა 100,000$ გასცა ფლორიდასა და პუერტო-რიკოში ქარიშხლით დაზარალებულთათვის, 20,000$ ქალთა ცენტრისა და თავშესაფრისთვის და 100,000$ უკრაინელი დევნილებისთვის. 

ნახეთ კონცერტის ანონსი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეფ უანფორი, The Beatles Anthology-ის რეჟისორი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Machine Gun Kelly

მომღერალი Machine Gun Kelly  ფილმ Taurus-იდან, მთავარ სიმღერას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი