2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების სრული სია უკვე ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ოცდაოთხი ნომინანტი გამოავლინა.

2022 წლის განმავლობაში შექმნილი მნიშვნელოვანი პროექტების წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ.

,,წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.

საზოგადოებისთვის ლაურეატების ვინაობა „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი. დაჯილდოვება 2022 წლის 9 დეკემბერს  თეატრალურ სივრცე „ჰარაკიში” გაიმართება.

„წინანდლის პრემიის“ ნომინანტების სრული სია კი ასე გამოიყურება
თეატრალური ხელოვნება:

მსახიობი –  ნატალია გაბისონია

მსახიობი  – გივიკო ბარათაშვილი

რეჟისორი – დავით თარბა

 კინოხელოვნება:

რეჟისორები – ხვიჩა ემირიძე და  თინათინ ემირიძე

მსახიობი – ივა ქიმერიძე

მსახიობი  – თამარ მუმლაძე

მუსიკალური ხელოვნება:

მევიოლინე  – ვერიკო ჭუმბურიძე

კომპოზიტორი – გიორგი კობერიძე

დირიჟორი  – იოსებ ჯუღაშვილი

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):

პოეტი – თორნიკე სიბაშვილი

პოეტი – თემურ ჭახნაკია

პოეტი – ცოტნე მაჭარაშვილი

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):

მწერალი  – ნანა აბულაძე

მწერალი – ცოტნე ავსაჯანიშვილი

მწერალი – მარიამ გურგენიშვილი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ფიზიკოსი – ლუკა პონიატოვსკი

ქიმიკოსი  – მარი-ლუიზა კონჯარია

ბიოლოგი – ლელა ჩიტაძე

სახვითი ხელოვნება:

ანა ჯიბლაძე

სალომე ჯოხაძე

მხატვარი – ნათია გოგოლიძე

ჰუმანიტარული მეცნიერებები:

სოფიო თოთიბაძე

ბორის კომახიძე

ანა ქირია

,,წინანდლის პრემიის” იდეა 1998 წელს წინანდალში, ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. პრემიის სახელიც მაშინ შეირჩა. 

„წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით იმართებოდა „წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“ თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას ემსახურება. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

„წინანდლის პრემიის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://zurabzhvania.ge/

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპამ ალბანეთის მოქალაქეობა მიიღო

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი 30-ე დაბადების დღეზე ბედნიერია: „მადლობელი ვარ ამდენი სიყვარულისთვის”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი