უილ სმითი ოსკარის „საშინელ ღამეს” იხსენებს: „გულნატკენი ადამიანები სხვებს სტკენენ გულს”

„იმ ღამეს პრობლემები მქონდა“- თქვა სმითმა ტრევორ ნოასთან სტუმრობისას
უილ სმითი The Daily Show-ში

2022 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებიდან 8 თვე გავიდა. მაშინ უილ სმითი სცენაზე აიჭრა და კრის როკს სახეში გაარტყა. 

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც როკმა სცენიდან სმითის ცოლს – ჯეიდა პინკეტ სმითს მიმართა: „ჯეიდა, მიყვარხარ. G.I Jane 2, ერთი სული მაქვს ეს ვნახო”, – იხუმრა მსახიობმა ჯეიდას ალოპეციისგან გამოწვეულ გადაპარსულ თავზე.

ამ დროს უილ სმითი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა. შემდეგ კი თავისი ადგილიდან უყვიროდა: „ჩემი ცოლის სახელს ნუ ახსენებ.”

ინციდენტის შემდეგ სმითმა ინსტაგრამით ბოდიში მოიხადა. ახლა კი ამ თემაზე მსახიობმა ტრევორ ნოასთან The Daily Show-შიც ისაუბრა და მას „საშინელი ღამე” უწოდა.

„არავინ იცის, ვის რა პრობლემა აქვს. მე იმ ღამეს მქონდა რაღაც პრობლემა. თუმცა ეს საერთოდ არ ამართლებს ჩემს საქციელს. მე ჩემი პრობლემებით სხვებს შევუქმენი პრობლემები. ზუსტად Მივხვდი ფრაზის შინაარსს: „გულნატკენი ადამიანები სხვებს სტკენენ გულს.” 

ტრევორ ნოამ სმითს მისივე მოგონებები გაახსენა, თუ როგორ იზრდებოდა კონფლიქტის შიშით.

„ის იყო პატარა ბიჭი, რომელიც ხედავდა, როგორ სცემდა მამა დედას. ეს ყველაფერი ამოტივტივდა იმ მომენტში. ეს არ არის ის, ვინც მე მინდა, რომ ვიყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

GRRR Live! – ჯგუფი Rolling Stones ლაივ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

3 დეკემბრის კონცერტზე სტეფანე ქალიშვილთან ერთად იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

ფილმი, სახელწოდებით New Years Rev, რომელიც Green Day-ის პირველი ტურნეთია (Tour Van) შთაგონებული, ამჟამად გადაღებების პროცესშია.
მეტი

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი