She Past Away-ს კონცერტი Elektrowerk-ში და ბილბორდის ექსკლუზიური ინტერვიუ

She Past Away – ცნობილი თურქული პოსტ-პანკ ჯგუფია, რომელიც 80-იანი წლების ეპოქას, თანამედროვე მუსიკალური ჟღერადობით და თურქული მინიმალისტური ლირიკით აცოცხლებს.
She Past Away
She Past Away

ჯგუფი 2006 წელს, თურქეთში  ჩამოყალიბდა. მათი ავთენტური სტილი, თურქულ ენაზე შესრულებული სიმღერები და მუსიკის ტექნიკა, მსმენელში ნოსტალგიურ და იდუმალ განწყობას ქმნის.

She Past Away ამჟამად ტურნეში იმყოფება და სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში 3 დეკემბერს, პოსტ-პანკ მუსიკის მოყვარულებს თბილისში, Elektrowerk-ის სცენაზე, დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

She Past Away – ვოკალისტი და გიტარისტი ვოლკან კანერი

ვოკალისტი და გიტარისტი ვოლკან კანერი და პროდიუსერი და მულტი ინსტრუმენტალისტი დორუქ ოზტურქჩანი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, ამ ტურნეს ფარგლებში კი მსმენელის წინაშე ისინი თურქეთშიც გამოვიდნენ.

ნახეთ ბილბორდის ექსკლუზიური ინტერვიუ She Past Away-თან.
She Past Away

დიდი ხნის განმავლობაში ორივე საზღვარგარეთ ცხოვრობდით, ტურნეს განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმოგზაურეთ. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში თურქეთსაც ეწვიეთ, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები და რა განსხვავებაა, როდესაც თურქეთში თქვენ მშობლიურ ქვეყანაში მსმენელის წინაშე უკრავთ?

დორუქ ოზტურქჩანი: როდესაც თურქეთში ვუკრავთ, ეს გრძნობა უფრო ძლიერია, რადგან ვხედავთ, რომ მსმენელი სიმღერის ტექსტს თავიდან ბოლომდე გრძნობს და იგებს, მათ იციან ტექსტის მნიშვნელობა და ჩვენთან ერთად მღერიან. ჩვენ ამას არ ვართ მიჩვეული, რადგან ჩვენი შოუების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი საზღვარგარეთ გვაქვს. ქვეყნის გარეთ დავიწყეთ კონცერტები და ჩვენი ძირითადი გამოცდილებაც საზღვარგარეთ გვაქვს მიღებული. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თურქეთში კონცერტი არ გვქონია, როდესაც ჩვენს სამშობლოში ჩავედით, ეს განსხვავება ცალსახად დავინახეთ. სხვა შეგრძნებაა… თურქეთში ამ ყველაფერმა მსმენელთან უფრო დაგვაახლოვა, ვიდრე ეს საზღვარგარეთ ხდებოდა. ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. 

ვოლკან კანერი: ეს ყველაფერი ძალიან ემოციური და ამაღელვებელია. სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, თურქეთში გამოსვლისას, აბსოლუტურად სხვა შეგრძნება და მუხტი მოდის.

დორუქ ოზტურქჩანი: ჩვენ მხოლოდ თურქულად ვმღერით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საზღვარგარეთ როცა ვუკრავთ, მსმენელისგან დიდ პატივისცემას ვგრძნობთ. მათთვის ავთენტური და განსხვავებული სტილი გვაქვს. ერთად ერთი სიმღერა გვაქვს ესპანურ ენაზე, რადგან ვოლკანი ესპანეთში ცხოვრობს და სწორედ იქ შეიქმნა ეს სიმღერაც. ყველა სხვა სიმღერა მხოლოდ თურქულ ენაზეა. თურქეთში, სცენაზე გამოსვლისას ვგრძნობთ, რომ მსმენელი არა მხოლოდ ტექსტს, არამედ მის ღრმა შინაარსს და პოეზიასაც აღიქვამს. ეს სხვა შეგრძნებაა, როდესაც ვხედავთ, რომ სიმღერა მათ სულამდე აღწევს.

She Past Away-ს კონცერტი Elektrowerk-ში

She Past Away 2006 წელს შეიქმნა. თუმცა, ჯგუფს დორუქ ოზტურქჩანი თავდაპირველად პროდიუსერის სტატუსით 2009 წელს შეუერთდა. ჯგუფის ყოფილი წევრი, ბას გიტარისტი იდრის აკბულუთი კი ბენდში 2015 წლამდე უკრავდა.

დორუქ ოზტურქჩანი: ვოლკანთან ერთად ბას გიტარისტი იდრის აკბულუთი უკრავდა ჯგუფში, და მანამდე რამდენიმე პატარა კონცერტი უკვე ჰქონდათ ჩატარებული. ჩვენ გვინდოდა უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა და იმ პერიოდში მე როგორც დრამერი ისე შევუერთდი ბენდს. რაღაც პერიოდი სცენაზე სამივე ერთად გამოვდიოდით. 

ვოლკან კანერი: დაწყების დღიდანვე თავს ერთად ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. მუშაობის პროცესიც ძალიან საინტერესო იყო და სწორედ ამიტომ, გავაგრძელეთ თანამშრომლობა.

დორუქ ოზტურქჩანი: პირველი სიმღერა რომელიც ერთად შევქმენით, ჩვენს მეორე ალბომშია, რადგან პირველი EP –  Kasvetli Kutlama 2010 წელს, თითქმის გამოცემული ჰქონდათ. მე მცირე წვლილი შევიტანე. თუმცა, მეორე და უკვე შემდგომ ალბომებში ჩემი ნაშრომებიც არის შესული. 

არის თუ არა თქვენი შემოქმედებიდან ისეთი სიმღერა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროსთან ყველაზე ახლოს დგას და თქვენს თავს  ყველაზე მეტად აღწერს?

ვოლკან კანერი: საკმაოდ რთული შეკითხვაა, ამის თქმა  Live შოუებზე უფრო მარტივია. რასაც ვუკრავთ, ყველა სიმღერა მოგვწონს, მაგრამ გამოვარჩევ და თითო ალბომიდან თითო სიმღერას დავასახელებ – პირველი ალბომიდან სიმღერა Rituel (რიტუალი), პერსონალურად ჩემი ფავორიტი სიმღერა – Yukseliyor Deniz-ია (ამომავალი ზღვა), რომელიც მესამე ალბომშია შესული და მეორე ალბომიდან სიმღერა Hayaller? (ოცნებები?).

დორუქ ოზტურქჩანი: ჩემთვის პირველი ალბომიდან ასეთი სიმღერაა Ruh (სული), მეორე ალბომიდან Asimilasyon (ასიმილაცია), და მესამე ალბომიდან Izole (იზოლაცია).

ტურნეს შესახებ რომ გვითხრათ, ახალ სიმღერებზე და ალბომზე ხომ არ მუშაობთ და თქვენი სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

She Passed Away

დორუქ ოზტურქჩანი: პირველ რიგში  მინდა ვთქვა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, თითქმის სულ ტურნეში ვართ. გამონაკლისი პანდემიის პერიოდი იყო. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ბევრი სიმღერის სამუშაო ვერსია გვაქვს შექმნილი, რაზეც ვმუშაობთ. იანვრიდან აპრილამდე თავისუფალი დრო გვაქვს, და  ამ დროს  ვერსიების დამუშავებისთვის გამოვიყენებთ. 

ვოლკან კანერი: ჩვენ თითქმის სულ ტურნეში ვართ, მართალია როცა ტურნე არ გვაქვს ონლაინ ვმუშაობთ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვუგზავნით ერთმანეთს მუსიკას, ტექსტს ვამუშავებთ და ესე პროგრესირდება სიმღერა. ტურნეში როცა ვართ, ყოველთვის ვაკეთებთ რაღაც ახალს. 2023 წელს ალბათ რაღაც ახალს გამოვუშვებთ. წინასწარ ზუსტად არ ვიცი, ეს იქნება სინგლი, EP, თუ ალბომი, მაგრამ რაღაც აუცილებლად იქნება.

Elektrowerk-ის სცენაზე მსმენელის წინაშე ქართული Post-Punk ჯგუფი SKAZZ წარსდგა. 

SKAZZ

ჯგუფის წევრები საბა ვაშაყმაძე და ნოდო კუპრავა წლებია  მუსიკას ერთად ქმნიან. მათ მუსიკაში Post-Punk ჟღერადობის გარდა Gothic, Dance-Punk, New wave, Cold-wave მიმართულებებსაც ამოიკითხავთ. 

„როცა გავიგეთ, რომ She Passed Away-თან ერთად ვუკრავდით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ჩვენთვის და ბევრი მუსიკოსისთვის ამ კონკრეტულ ჟანრში She Passed Away უხეშად რომ ვთქვათ დიდი ავტორიტეტია. ეს დღეც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოგვისმენს არა მარტო ჩვენი მსმენელი, არამედ სხვა მსმენელიც, რომელიც She Passed Away-თვის მოვიდა.“ –  საბა ვაშაყმაძე, SKAZZ-ის ვოკალისტი.

„მუსიკალური სივრცე Elektrowerk დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც საბჭოთა პერიოდის ელექტრო ძრავების ქარხანას კულტურულ, გასართობ სახელოვნებო სივრცედ აქცევს. 

ჩვენი კლუბის, მუსიკალური სივრცის მთავარი მიზანია, არსებობდეს რეგიონში ალტერნატიული მუსიკალური სახელოვნებო სივრცე, სადაც ნებისმიერი ალტერნატიული მუსიკა იქნება წარმოჩენილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა, უცხოელ არტისტებთან ქართველი მუსიკოსების ინტეგრაცია და პრინციპულად ამ მიმართულებით ვმუშაობთ.“  – ამბობს Elektrowerk-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი – გივი მაჭავარიანი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd-მა ფილმთან, Avatar:The Way of Water თანამშრომლობა თიზერით დააანონსა

შემდეგი სტატია

Axl Rose დარბაზში მიკროფონს აღარ გადააგდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი
პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

„ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”. მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში.“ - პაპუნა შარიქაძე
მეტი
სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე - ერ-რიადი

სელინ დიონი Elie Saab-ის ჩვენებაზე  ერ-რიადში შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

13 ნოემბერს, დიზაინერ ელი სააბის 45 წლიანი კარიერის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სელინ დიონმა ცნობილი ჰიტები შეასრულა
მეტი
DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა.  როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი…
მეტი

ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

„სცენაზე ამოდი და თქვი, რისი თქმაც გინდა,” - მიმართა მუსიკოსმა დარბაზში მყოფ მამაკაცს მელბურნში გამართული სოლო კონცერტის დროს.
მეტი

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის…
მეტი