ჯული ენდრიუსმა თქვა, რომ „პრინცესას დღიურებში” მისი მონაწილეობა „დიდი ალბათობით, შეუძლებელია”

„Მუსიკის ჰანგების” ვარსკვლავმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც The Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ ფილმისთვის სცენარი უკვე მზადაა.
ჯული ენდრიუსი ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე
Vittorio Zunino Celotto/Getty Images

ჯული ენდრიუსი „პრინცესას დღიურებში” მონაწილეობის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს. ფილმის პირველ ორ ნაწილში ენდრიუსი დედოფალს თამაშობს. იგი ფილმში ენ ჰეთეუეის მიერ განსახიერებული გმირის ბებიაა.

მგონი, ყველა ხვდება, რომ, დიდი ალბათობით, ეს შეუძლებელია. ამაზე ლაპარაკი მეორე ნაწილის გამოსვლიდან მალევე დაიწყო. რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ? ასაკი მეც და ენისაც მოგვემატა. არა მგონია, გამოვიდეს. ვგულისხმობ, ჩვენი მონაწილეობით”, – განაცხადა ენდრიუსმა.

ნოემბერში The Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ „პრინცესას დღიურების” მესამე ნაწილისთვის სცენარი იწერებოდა. წყაროს თანახმად, ის პირველი ორი სერიის გაგრძელება იქნება. ენ ჰეთეუეის ფილმში დაბრუნებაზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს. თუმცა წარსულში მსახიობმა მესამე ნაწილის შესაძლო გამოშვება დადებითად შეაფასა. 

Რაც შეეხება ჯული ენდრიუსს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვარსკვლავი ფილმის შესახებ საუბრობს. 2019 წელს ენდი კოენთან სტუმრობისას „მუსიკის ჰანგების” ვარსკვლავმა თქვა: სიმართლე ისაა, რომ არაფერი ვიცი. ძალიან დიდი ხანია ამაზეა საუბარი.” 2022 წელს კი განაცხადა: „მგონი, ამის გაკეთება დაგვიანებულია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანჯელო ბადალამენტი - ფოტო: ტიბრინა ჰობსონი

ანჯელო ბადალამენტი, დევიდ ლინჩის ფილმების  Blue Velvet-ის და Twin Peaks-ის კომპოზიტორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

The Weeknd-ის მუსიკალურ ვიდეოს Save Your Tears, Youtube-ზე 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

ფილმი, სახელწოდებით New Years Rev, რომელიც Green Day-ის პირველი ტურნეთია (Tour Van) შთაგონებული, ამჟამად გადაღებების პროცესშია.
მეტი

ბრედ პიტის გეგმები ჯეფ ბაკლის ბიოგრაფიული ფილმისთვის მუსიკოსის დედამ ჩაშალა

„ჩვენ უნდა შეგიღებოთ თმა, გაგიკეთოთ ყავისფერი კონტაქტური ლინზები ლურჯ თვალებზე, პირი უნდა გააღო და იქიდან ჯეფის ხმა ამოვიდეს?”
მეტი

არიანა გრანდე ოსკარის ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი

ვარსკვლავის თქმით პირველი ოსკარის ნომინაციას ის პატარა არიანას მიუძღვნის
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი
თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

„ფილმი „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ 2024 წლის თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებს ეხმიანება, რომელიც ე.წ. „უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.“ - წერია ბერლინალეს ოფიციალურ გვერდზე.
მეტი