ჰარი სტაილსი განვლილ წელს აფასებს: „2022 წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა”

2022 წელს პოპვარსკვლავმა „ცხელი ასეულის” რეკორდი დაამყარა.
ჰარი სტაილსი
Joseph Okpako/WireImage

ჰარი სტაილსმა სოციალურ ქსელში განვლილი წელი შეაფასა.

„2022 წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა”, – დაწერა პოპვარსკვლავმა შავ-თეთრ ფოტოზე, სადაც ცარიელი სტადიონის სცენაზე დგას. „მადლობას გიხდით ყველას, ვინც მხარს მიჭერდით. ამას არასდროს დავივიწყებ. იმედი მაქვს, თქვენი წლის დასასრული ბედნიერებითა და მშვიდობით იქნება სავსე. ყველანი მიყვარხართ. მომავალ წელს შევხვდებით. H. ”, – დაწერა სტაილსმა.

2022 ვარსკვლავისთვის ნამდვილად წარმატებული წელი იყო, მსოფლიო ტურნედან დაწყებული, მესამე სტუდიური ალბომის გამოცემით დასრულებული. იგი „გრემის“ დაჯილდოების 6 ნომინაციაშია წარდგენილი. სიმღერამ As It Was კი „ცხელი ასეულის” პირველ ადგილზე 15 კვირა გაატარა. ამით სტაილსმა ახალი რეკორდი დაამყარა. 

წელს Ჰარი სტაილსმა ძალები კინოინდუსტრიაშიც მოსინჯა და ორ ფილმში – Don’t Worry Darling და My Policeman მთავარი როლი შეასრულა. 

ნახეთ სტაილსის ინსტაგრამ პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nikakoi-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

შემდეგი სტატია

Pink და უილოუ ჰარტი Super Bowl LII Pregame-ს შოუზე, 2018 წლის 4 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური

P!nk-ის თერთმეტი წლის ქალიშვილმა სიმღერის  შესრულების დროს  შესანიშნავი ვოკალური მონაცემები გამოავლინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი